ბაზრის კვლევა   სსიპ „საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო“ აცხადებს ბაზრის კვლევას
11.07.2019
  
 
სსიპ „საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო“ ატარებს ფასთა კვლევას, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის კონდიციონერების შესყიდვასთან   დაკავშირებით.
 
  • დანართი 1 - შესავსები განფასება სადაც მოცემულია კონდენციონერების რაოდენობა და მახასიათებლები;
  • დანართი  2  -   პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების მისამართები.
 
გთხოვთ გაეცნოთ წინამდებარე ინფორმაციას და გამოგვიგზავნოთ  თქვენი შემოთავაზება, არაუგვიანეს მიმდინარე წლის 24 ივლისი 18:00 სთ-სა.
შემოთავაზება წარმოდგენილი უნდა იყოს ეროვნულ ვალუტაში - ლარში, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა გადასახადის ჩათვლით.
ღირებულება უნდა ითვალისწინებდეს მიტანისა და მონტაჟის ხარჯებს. შემოთავაზებულ პროდუქციაზე საგარანტიო ვადა უნდა ვრცელდებოდეს არანაკლებ 1 წელი.
გთხოვთ კვლევაში მონაწილეობაზე უარის შემთხვევაში გვაცნობეთ წერილობითი სახით.

ასევე გაცნობებთ, რომ საგანმანათლებლო დაწესებულებები თავად უზრუნველყოფენ შიდა ქსელის გამართვას და კვების წყაროს კონდიციონერებამდე მიყვანას.
გთხოვთ, განფასებისას გაითვალისწინოთ კონდიციონერების მიწოდება-მონტაჟის ღირებულება და საჭიროების შემთხვევაში ამწე-კალათის მომსახურების ღირებულება.
ასევე, გთხოვთ, განფასება წარმოგვიდგინოთ დანართი ერთის სახით, სადაც ჩაშლილი იქნება კონდიციონერის, მიწოდების, მონტაჟის და ამწე კალათის მომსახურების ღირებულება ცალ-ცალკე.

ზემოაღნიშნული ინფორმაცია გამოგვიგზავნეთ ქვემოთ მითითებულ ელ-ფოსტაზე, ასევე დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:
Email: sbakuradze@esida.ge
Tel: 558 211 811
სოფო ბაკურაძე
ბაზრის კვლევის მთავარი სპეციალისტი.
 
მიბმული ფაილები