ბაზრის კვლევა   სსიპ „საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო“ აცხადებს ბაზრის კვლევას
11.07.2019
  
 
სსიპ „საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო“ ატარებს ფასთა კვლევას რამოდენიმე საჯარო სკოლის სამშენებლო სამუშაოების ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურების შესყიდვასთან დაკავშირებით.
 
დანართის სახით იხილეთ ტექნიკური დავალება და საზედამხედველო სკოლების ჩამონათვალი.
 
შემოთავაზება წარმოდგენილი უნდა იყოს ეროვნულ ვალუტაში - ლარში, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა ხარჯის გათვალისწინებით.
 
აქვე გაცნობებთ, რომ შესყიდვაში მონაწილეობის მსურველ პირს ტენდერით გათვალისწინებული მომსახურების გასაწევად უნდა ჰყავდეს ძირითადი სპეციალისტები: პროექტის მენეჯერი/ინჟინერ-მშენებელი-3 და ზედამხედველი/ინჟინერ მშენებელი-3, სააგენტოსთან ურთიერთობისთვის უნდა გამოყონ ერთი პასუხისმგებელი პირი, ასევე ვინაიდან ქალაქ ზესტაფონის N1 საჯარო სკოლა წარმოადგენს კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლს და იგეგმება აღნიშნული სკოლის რესტავრაცია/რეკონსტრუქცია, დაინტერესებულ კომპანიას უნდა ჰყავდეს 1 თანამშრომელი (რესტავრატორი), რომელსაც ექნება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე მუშაოების გამოცდილება.
კომპანიამ ასევე უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია, შესაბამის სფეროში მუშაობის გამოცდილების შესახებ, ბოლო 5 წლის განმავლობაში.
 
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოგვიგზავნოთ შემოთავაზება, არაუგვიანეს მიმდინარე წლის 18 ივლისის 18:00სთ-ისა.
 
ზემოაღნიშნული ინფორმაცია გამოგვიგზავნეთ ქვემოთ მითითებულ ელ-ფოსტაზე, ასევე დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:
Email: sbakuradze@esida.ge
Tel: 558 211 811
სოფო ბაკურაძე
ბაზრის კვლევის მთავარი სპეციალისტი.
 
მიბმული ფაილები