ბაზრის კვლევა   სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო აცხადებს ბაზრის კვლევას
14.08.2019
  
 
2019 წლის „ზამთრის სეზონისათვის“ საჭირო მძიმე ტვირთამწეობის საბურავების სახელმწიფო შესყიდვის მიზნით საქართველოს მთავრობა გეგმავს კონსოლიდირებული ტენდერების ჩატარებას. აღნიშნულის ფარგლებში გთხოვთ არაუგვიანეს 2019 წლის 20 აგვისტოსა წარმოგვიდგინოთ თქვენი შემოთავაზება.
კონსოლიდირებული ტენდერის ძირითადი პირობები:
1.       პრეტენდენტმა უნდა შეძლოს საბურავების თანმდევი მომსახურების გაწევა (საბურავების დაყენება) მთელი საქართველოს მასშტაბით, ძირითად რეგიონებსა და ქალაქებში;
2.       საბურავების საექსპლუატაციო ვადა უნდა შეადგენდეს არანაკლებ 50 000 კმ გარბენის რესურსს;
3.         შემოთავაზებული საბურავი უნდა იყოს მსოფლიოში აღიარებული ბრენდის, რომელიც მსოფლიო ბაზარზე არანაკლებ 10 წელი იყიდება;
3.       კონსოლიდირებული ტენდერების ფარგლებში დაფიქსირებული სატენდერო წინადადება ძალაში იქნება 2019 წლის 15 სექტემბრიდან 2020 წლის 30 აპრილის ჩათვლით (საბურავების მიწოდება განხორციელდება ეტაპობრივად, შემსყიდველის მოთხოვნიდან არაუგვიანეს 90 დღის ვადაში);
4.       კონსოლიდირებულ ტენდერში მონაწილეობის მიღება შეუძლია მხოლოდ იმ პრეტენდენტს, რომელსაც აქვს საბურავების მიწოდების გამოცდილება არანაკლებ უკანასკნელი 2 წლის განმავლობაში;
5.       ბაზრის კვლევაში წარმოდგენილი საბურავების რაოდენობა არის საორიენტაციო ხასიათის და შეიძლება შეიცვალოს კონსოლიდირებული ტენდერების გამოცხადებისას;
6.  კონსოლიდირებული ტენდერების სატენდერო კომისია მზად არის გაითვალისწინოს თქვენი არგუმენტირებული მოსაზრებები კონსოლიდირებული ტენდერების გამოცხადებისას, გთხოვთ ასეთის არსებობის შემთხვევაში მოგვაწოდოთ თქვენი პოზიცია.
 
შემოთავაზება წარმოადგინეთ შემდეგი ფოსტის მისამართზე: tire2019@spa.gov.ge
წინასწარ გიხდით მადლობას ბაზრის კვლევაში მონაწილეობისთვის.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო
ცხელი ხაზი:
+322 248 48 22
ირაკლი ნინოშვილი 596 706 600
 
მიბმული ფაილები