ბაზრის კვლევა   სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ბაზრის კვლევის შესახებ
22.08.2019
  
 
სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს 2019-2020 წლებში დაგეგმილი აქვს მესტიის მუნიციპალიტეტში ერთი შესყიდვის ფარგლებში 5 (ხუთი) 50 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღების პროექტირებისა და სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა ელექტრონული ტენდერის საშუალებით. შესყიდვის პროცედურების ჩატარების უზრუნველსაყოფად აუცილებელია დაზუსტდეს: ა) შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება; ბ) შესყიდვის ობიექტის მიწოდების (მომსახურების გაწევის) საბოლოო ვადა და ეტაპები (ცალკე დეტალური პროექტის მოსამზადებლად და ცალკე სამშენებლო სამუშაოების წარმოებისათვის). აღნიშნულიდან გამომდინარე, თანდართული ტექნიკური დავალებით გათვალისწინებული გასატარებელი ღონისძიებების შესაბამისად გთხოვთ, არაუგვიანეს 2019 წლის 26 აგვისტოს 18:00 საათისა, წარმოადგინოთ თქვენი წინადადებები სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზ. N150) მატერიალური სახით (ნაბეჭდი ვერსია), ან ელ. ვერსიის სახით, შემდეგ ელ. ფოსტებზე: npatsatsia@mdf.org.ge; tchitanava@mdf.org.ge; kglonti@mdf.org.ge დანართი: ტექნიკური დავალება - 1 ფურცელი; საორიენტაციო პროექტი 11 ფურცელი
წინასწარ გიხდით მადლობას თანამშრომლობისათვის

მიბმული ფაილები