ბაზრის კვლევა   „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიას“ ატარებს ბაზრის კვლევას
22.08.2019
  
 
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 5 აპრილის N791 განკარგულებით შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიას“ დაევალა მოსახლეობის ბუნებრივი გაზით მომარაგების მიზნით რიგი პროექტების განხორციელება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე წინამდებარე წერილზე თანდართულ დანართი N1-ში მოცემული დასახლებული პუნქტების გაზიფიცირებისთვის საჭირო საპროექტო მომსახურების გაწევის მიზნით, ვახორციელებთ ბაზრის კვლევას. გთხოვთ, 2019 წლის 27 აგვისტოს ჩათვლით მოგვაწოდოთ წინამდებარე წერილზე თანდართულ დანართი N1-ში მოცემული დასახლებული პუნქტების გაზიფიცირებისთვის საჭირო საპროექტო მომსახურების ფასი. ტექნიკური დავალება მოცემულია წერილზე თანდართულ დოკუმენტაციაში (იხ. თანდართული დოკუმენტი დანართი N2 - 3 ფურცლად). შემოთავაზება წარმოდგენილი უნდა იყოს მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე: g.margebadze@ggtc.ge საკონტაქტო პირი: გიორგი მარგებაძე ტელ: +995 32 224 40 40 (611) ფაქსი: +995 32 224 40 48 ელ.ფოსტა: g.margebadze@ggtc.ge წინასწარ გიხდით მადლობას ბაზრის კვლევაში მონაწილეობისათვის.

მიბმული ფაილები