ბაზრის კვლევა   სსიპ „საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო“ აცხადებს ბაზრის კვლევას
11.09.2019
  
 
მოგესალმებით,
გაცნობებთ, რომ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ დაგეგმილია მულტიფუნქციური ინოვაციური ცენტრის მშენებლობა ქ. თბილისში, დიდ დიღომში, განათლების ქალაქის ტერიტორიაზე.
განათლებისა და მეცნიერების ქალაქების აშენება საქართველოს სხვადასხვა კუთხეში იგეგმება (თბილისი, ქუთაისი; ბათუმი; ზუგდიდი, თელავი, (?). აღნიშნულ თვითმართველ ქალაქებში სივრცეები დაკომპლექტდება კონცეფციის შესაბამისად, თუმცა, განსხვავებული იქნება მასშტაბის და საგანმანათლებლო დაწესებულების ტიპის მიხედვით(იხილეთ დანართი განათლების ქალაქი).
საუკეთესო არქიტექტურული კონცეპციის გამოსავლენად სამინისტროს მიერ დაგეგმილია კონკურსის ჩატარება.
კონკურსში წარმოდგენილი უნდა იყოს ესკიზური არქიტექტურული პროექტი. ჟიურის მიერ გამოვლინდება გამარჯვებული, რის შემდეგაც გამარჯვებული პროექტის ავტორთან გაფორმდება ხელშეკრულება სრული საპროექტო დოკუმენტაციის მოსამზადებლად.
 ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსიპ „საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო“ ატარებს ფასთა კვლევას  პროექტირების ფასის განსაზღვრის მიზნით, შემდგომში კონკურსის გამოსაცხადებლად.
სააგენტოს თანამშრომლების მიერ მომზადდა შენობის საპროექტო დავალება. ( იხ. დანართი) რომლის ენერგოეფექტურობის ნაწილში გასათვალისწინებელია ენერგოეფექტურობის მიმართულების ორი ალტერნატიული ვარიანტი:
1. მინიმალური ენერგეტიკული მახასიათებლების მოთხოვნები ენერგოეფექტური შენობისადმი (დანართი1); 
2.  თითქმის ნულოვანი ენერგეტიკული მახასიათებლების მოთხოვნები ენერგოეფექტური შენობისადმი (დანართი 2). 
ორივე მათგანისათვის გასათვალისწინებელია საიჟინრო და ენერგოეფექტური სისტემების მართვის მოთხოვნები (დანართი3). 
 
წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
შესასრულებელი სამუშაოს ღირებულება. განისაზღვროს მოსამზადებელ სრულ საპროექტო დოკუმენტაციაზე ღირებულების ორი ფასი ექსპერტიზისა და დ.ღ.გ-ს გათვალისწინებით ენერგოეფექტურობის ორი სტანდარტის მიხედვით. ერთი ფასი - ენერგოეფექტურობის N1 სტანდარტის მიხედვით, მეორე ფასი ენერგოეფექტურობის N2 სტანდარტის მიხედვით. 
 
თანდართული ფაილების  სახით იხილეთ:
  1. საპროექტო დავალება
  2. საპროექტო მოცემულობა
  3. ენერგოეფექტურობის კონცეფცია N1
  4. ენერგოეფექტურობის კონცეფცია N2
  5. ენერგოეფექტურობის სისტემების მართვა N3
  6. არქიტექტურული ანალოგები
  7. განათლების ქალაქი
  8.  
გთხოვთ, დაგვიდასტუროთ შეტყობინების მიღება, გაეცნოთ წინამდებარე ინფორმაციას და გამოგვიგზავნოთ  შემოთავაზება არაუგვიანეს მიმდინარე წლის 29 სექტემბრის 18:00 სთ-სა.  ფასთა კვლევაში მონაწილეობაზე უარის შემთხვევაში გვაცნობეთ წერილობითი სახით.
შემოთავაზება წარმოდგენილი უნდა იყოს ეროვნულ ვალუტაში - ლარში, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა ხარჯის გათვალისწინებით.
ზემოაღნიშნული ინფორმაცია გამოგვიგზავნეთ ქვემოთ მითითებულ მეილზე, ასევე დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:
Email: sbakuradze@esida.ge
Tel: 558 211 811
სოფო ბაკურაძე
ბაზრის კვლევის მთავარი სპეციალისტი.
 
 
მიბმული ფაილები