ბაზრის კვლევა   ბაზრის კვლევა - პერიტონეული დიალიზის სახარჯი მასალისა და ხსნარების სახელმწიფო შესყიდვის მიზნით
09.10.2019
  
 
დაინტერესებულ პირთა საყურადღებოდ
 
 
გაცნობებთ, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო ატარებს ბაზრის კვლევას, „დიალიზისა და თირკმლის ტრანსპლანტაციის“ 2019 წლის სახელმწიფო პროგრამის „ჰემო და პერიტონეული დიალიზისათვის საჭირო სადიალიზე საშუალებების, მასალისა და ხსნარების შესყიდვისა და მიწოდების“ კომპონენტის ფარგლებში, პერიტონეული დიალიზის სახარჯი მასალის სახელმწიფო შესყიდვის მიზნით.
 
შესასყიდი საქონლის ჩამონათვალი, რაოდენობა და მოწოდების ვადები მოცემულია დანართში N1.
 
აღნიშნულიდან გამომდინარე, გთხოვთ, არა უგვიანეს 2019 წლის 10 ოქტომბრის 18.00 საათამდე წარმოგვიდგინოთ შემდეგი ინფორმაცია:
 
  • ერთეულის ღირებულება როგორც ლარში, ასევე აშშ დოლარში/ევროში;
  • წარმოშობის ქვეყანა და მწარმოებელი;
  • მოწოდების პირობები და ვადები.
შესაბამისი ინფორმაცია/მონაცემები შეგიძლიათ მოგვაწოდოთ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: kkharadze@ssa.gov.ge ან წერილობით წარმოადგინოთ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში (თბილისი, წერეთლის გამზ. N144).
 
წინასწარ გიხდით მადლობას ბაზრის კვლევაში მონაწილეობისთვის.

მიბმული ფაილები