ბაზრის კვლევა   შპს "გარდაბნის თბოსადგური" აცხადებს ბაზრის კვლევას
09.10.2019
  
 
მოგესალმებით
 
გთხოვთ, მოგვაწოდოთ სავარაუდო ფასები ქონების ყველა რისკისგან, მანქანა-დანადგარების, ბიზნესის შეფერხებისა და მესამე მხარის მიმართ პასუხისმგებლობის დაზღვევის შემთხვევაში.
 
ლიმიტები, ფრანშიზები და ჩამონათვალი მოცემულია მიბმულ ფაილში.
 
ასევე თანდართულია განაცხადები სადაც შეგიძლიათ ნახოთ დასაზღვევი ქონების შესახებ დეტალური ინფორმაცია.
 
გთხოვთ წარმოადგინოთ ჯამური პირველადი პრემია ყველა მიმართულების დაზღვევის შესაბამისად.
 
ტენდერში მონაწილე პრეტენდენტებისათვის აუცილებელი პირობაა, წარმოადგინონ ინფორმაცია გადამზღვევზე, მათ პასუხისმგებლობაზე კონტრაქტის ფარგლებში და გადამზღვეველი კომპანიისგან თანხმობის წერილი გადაზღვევაზე, რისკში მონაწილეობის წილის მითითებით, რომელიც უნდა იყოს არანაკლებ 95%, ასევე წერილში მითითებული უნდა იყოს გადაზღვევის ფრანშიზა, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 100,000 აშშ დოლარს გარდა მიწისძვრის შემთხვევისა რომელიც უნდა იყოს ტენდერში მოთხოვნილი ფრანშიზის იდენტური. ასევე ბიზნესის შეფერხებაზე გადამზღვევლის ფრანშიზა არ უნდა აღემატებოდეს 21 დღეს. ამასთან, გადამზღვეველ კომპანიას რეიტინგი უნდა ჰქონდეს მინიჭებული Standard & Poor’s–ის მიერ და უნდა იყოს არანაკლებ BBB- რეიტინგისა  ან A.M. Best–ის მიერ და უნდა იყოს არანაკლებ  B++ რეიტინგისა.
 
დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვწერეთ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: l.pulariani@gardabanitpp.ge.
 
ლევან ფულარიანი - 577 58 55 44
ნათია ბოქოლიშვილი - 555 25 47 47
 
წინასწარ გიხდით მადლობას ბაზრის კვლევაში მონაწილეობისთვის.
 
გთხოვთ, თქვენი შემოთავაზება გამოაგზავნოთ 2019 წლის 23 ოქტომრის ჩათვლით.



მიბმული ფაილები