ბაზრის კვლევა   აივ ინფექციის/შიდსის, ტუბერკულოზისა და მალარიის წინააღმდეგ ბრძოლის გლობალური ფონდი
02.11.2018
   
 
აივ ინფექციის/შიდსის, ტუბერკულოზისა და მალარიის წინააღმდეგ ბრძოლის გლობალური ფონდის  (The Global Fund to Fight AIDS, Tuberculosis and Malaria) დაფინანსებით, „საქართველოში აივ ინფექცია/შიდსით დაავდებულთა სიცოცხლის მაჩვენებლის გაუმჯობესება მკურნალობისა და მოვლის ღონისძიებების გაძლიერების გზით“ (GEO-H-NCDC) პროგრამის ფარგლებში სსიპ ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს დაგეგმილი აქვს საინფორმაციო-მედია კამპანია - აივ/ინფექცია შიდსთან ასოცირებული სტიგმისა და დისკრიმინაციი დონის შემცირება და აივ დადებითი ადამიანების მიმართ საზოგადოებრივი მიმღებლობის ამაღლების შესყიდვა (CPV 79300000 - ბაზრის კვლევა და ეკონომიკური კვლევა; გამოკითხვები და სტატისტიკა, CPV79340000 - სარეკლამო და მარკეტინგული მომსახურებები) შესყიდვა, რომლის მიზანია აივ/ინფექცია შიდსთან ასოცირებული სტიგმისა და დისკრიმინაციის დონის შემცირება და აივ დადებითი ადამიანების მიმართ საზოგადოებრივი მიმღებლობის ამაღლება ფართომასშტაბიანი მედია კამპანიისა და სხვა სახის საინფორმაციო აქტივობების განხორციელების გზით.
დაინტერესებულ პირებს ინფორმაცია შესყიდვის ობიექტის მიწოდების პირობების და სავარაუდო ღირებულების შესახებ,  შეუძლიათ მოგვაწოდონ წერილობითი ფორმით, ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილის ირმა ხონელიძის სახელზე. მისამართი: ქ. თბილისი, 0198. კახეთის გზატკეცილი, №99. სსიპ „ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი“ ან ელექტრონული ფოსტის მეშვეობით cancelary@ncdc.ge 2018 წლის 08 ნოემბრის  ჩათვლით.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მსურველებს შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ, ტელეფონი: (995 32) 2116 001 –  შიდა (804).

მიბმული ფაილები