ბაზრის კვლევა   ქალაქ სენაკის საგანმანათლებლო რესურსცენტრი აცხადებს ბაზრის კვლევას
14.11.2019
  
 
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ტერიტორიული ორგანო - ქალაქ სენაკის საგანმანათლებლო რესურსცენტრი, სახელმწიფო შესყიდვების 2020 წლის  წლიური გეგმის შემუშვება/დამტკიცებისათვის, რესურსცენტრისათვის მისაღები შესყიდვის ხელშეკრულების პირობების განსაზღვრისათვის, ბაზრისა და ბაზარზე არსებული ფასების გამოკვლევის მიზნით ატარებს ბაზრის კვლევას საქონლისა და მომსახურების შესყიდვის მიზნით. კერძოდ,
1. საკანცელარიო ნივთები;
2. სამეურნეო საქონელი;
3. სანიტარულ-ჰიგიენური საშუალებები;
4. ელექტრო საქონელი;
5. საოფისე ავეჯი;
6. კომპიუტერული მომსახურება;
7. სატრანსპორტო  მომსახურება;
          8. ბეჭდვითი მომსახურება;
          9. საოჯახო ტექნიკა და ჭურჭელი.
       
           
შესყიდვის ობიექტის დასახელება და რაოდენობა მოცემულია წინამდებარე განცხადების დანართში.

აღნიშნულიდან გამომდინარე, გთხოვთ, არაუგვიანეს 2019 წლის 18 ნოემბრისა, შესაბამისი  ინფორმაცია/მონაცემები მოგვაწოდოთ ელექტრონული ფოსტის  მისამართზე:  senaki@mes.gov.ge ან წერილობით წარმოადგინოთ ქალაქ სენაკის საგანმანათლებლო რესურსცენტრში (მისამართი: სენაკი, ცოტნე დადიანის #7). 
დამატებითი ინფორმაციისთვის საკონტაქტო პირი: ხათუნა ჯიჯიხია, მობ.: 577144344.
 
 მადლობას გიხდით ბაზრის კვლევაში მონაწილეობისთვის.
 
P.S. შესაბამისი ინფორმაციის წარმოდგენისას, გთხოვთ მიმწოდებლის მიერ გათვალისწინებულ იქნას სატრანსპორტო ხარჯები.
 

მიბმული ფაილები