ბაზრის კვლევა   სმენის აპარატებისა და კოხლეარული იმპლანტების შესყიდვა
09.12.2019
  
 
დაინტერესებულ პირთა საყურადღებოდ
 
გაცნობებთ, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო აცხადებს ბაზრის კვლევას „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამის“ დამხმარე საშუალებებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამის ფარგლებში -  500 ერთეული ციფრული სმენის აპარატის შესყიდვის მიზნით.
 
საქონლის ტექნიკური მახასიათებლები, აგრეთვე, დამატებითი პირობები, მოცემულია დანართში N1.
 
აღნიშნულიდან გამომდინარე, გთხოვთ, არა უგვიანეს 2019 წლის 10 დეკემბრის 16.00 საათამდე წარმოგვიდგინოთ შემდეგი ინფორმაცია:
 
  • ერთეულის ღირებულება ლარში;
  • წარმოშობის ქვეყანა და მწარმოებელი;
  • საქონლის მოწოდების ვადები.
 
შესაბამისი ინფორმაცია/მონაცემები შეგიძლიათ მოგვაწოდოთ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: bdatukishvili@ssa.gov.ge; tgogoli@ssa.gov.ge ან წერილობით წარმოადგინოთ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში (თბილისი, წერეთლის გამზ. N144).
 
წინასწარ გიხდით მადლობას ბაზრის კვლევაში მონაწილეობისთვის.

მიბმული ფაილები