ბაზრის კვლევა   სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო აცხადებს ბაზრის კვლევას
13.02.2020
  
 
დაინტერესებულ პირთა საყურადღებოდ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო ატარებს ბაზრის კვლევას 400 (ოთხასი) ცალი პლანშეტების, კერძოდ შესყიდვის სავარაუდო ღირებულების დადგენის მიზნით. შესყიდვის ობიექტის ჩამონათვალი, აღწერილობა და რაოდენობა მოცემულია წინამდებარე განცხადების დანართში N1. აღნიშნულიდან გამომდინარე, გთხოვთ, არა უგვიანეს 2020 წლის 21 თებერვლის 18.00 საათამდე წარმოგვიდგინოთ შემდეგი ინფორმაცია: მწარმოებელი, წარმოშობის ქვეყანა; ერთეულის ღირებულება ლარში; მთლიანი ღირებულება; საქონლის მოწოდების ვადები. შესაბამისი ინფორმაცია/მონაცემები შეგიძლიათ მოგვაწოდოთ ელექტრონული ფოსტის მისამართებზე: tishkhneli@ssa.gov.ge ან წერილობით წარმოადგინოთ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში (თბილისი, წერეთლის გამზ. N144). წინასწარ გიხდით მადლობას ბაზრის კვლევაში მონაწილეობისთვის.

მიბმული ფაილები