ბაზრის კვლევა   ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია აცხადებს ბაზრის კვლევას
23.03.2020
  
 
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია ატარებს ბაზრის კვლევას, ქალაქ თბილისში, ვაკის პარკში არსებული კასკადისა და შადრევნების აღდგენა/რეაბილიტაციის სამუშაოების საპროექტო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურების სავარაუდო ღირებულების დადგენის მიზნით.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, არაუგვიანეს 2020 წლის 25 მარტისა წარმოგვიდგინოთ თქვენი წინადადებები შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულების შესახებ შემდეგი ელექტრონული ფოსტის მისამართზე: e.chitashvili@tbilisi.gov.ge
        ამასთან, გთხოვთ ყურადღებით გაეცნოთ ტექნიკური დავალებით განსაზღვრულ მოთხოვნას, პრეტენდენტის გამოცდილების შესახებ და იმ შემთხვევაში, თუ ვერ აკმაყოფილებთ დავალებით განსაზღვრულ მოთხოვნებს, მოგვაწოდოთ თქვენი რეკომენდაციები.
 
საკონტაქტო პირი: ელეონორა ჩიტაშვილი
ტელ: 555 58 55 28;
 
 
მის:  ქ. თბილისი, შარტავას ქ. N7.
 
 
წინასწარ გიხდით მადლობას ბაზრის კვლევაში მონაწილეობისთვის.


მიბმული ფაილები