ბაზრის კვლევა   სსიპ „საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო“ აცხადებს ბაზრის კვლევას
23.03.2020
  
 
მოგესალმებით,
 
მოგახსენებთ, რომ სსიპ „საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო“ განმეორებით ატარებს ფასთა განმეორებით კვლევას დაკორექტირებული მახასიათებლებით, სასკოლო მერხებისა და სკამების შესყიდვასთან დაკავშირებით.
სულ: 124 190 ცალი სასკოლო მერხი და სკამი;
ბაზრის კვლევის ეტაპზე  უნდა იქნეს მოწოდებული ერთიანი კომპლექტის ღირებულებები.
დანართი 1 - შესავსები განფასება;
დანართი 2 – სკოლებისათვის საჭირო სასკოლო მერხებისა და სკამების რაოდენობა მისამართების მიხედვით;
დანართი 3 –  სკოლებისათვის საჭირო სასკოლო მერხებისა და სკამების რაოდენობა მისამართების მიხედვით;
დანართი 4 - ტექნიკური დავალება.
 
მიწოდების პირობები და ვადები:
ა)         მერხისა და სკამის ყველა დეტალი დამზადებული უნდა იყოს ეკოლოგიურად სუფთა მასალისაგან; კარკასი უნდა შეიღებოს ეკოლოგიურად სუფთა საღებავით - აღნიშნულის დასადასტურებლად პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს მწარმოებლის მიერ გაცემული ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული ქართულ ენაზე თარგმნილი და ნოტარიულად დამოწმებული დოკუმენტი.
ბ)         ტენდერში გათვალისწინებული იქნება II, III დონის და IV დონის ერთი კომპლექტი მერხისა და სკამის ნიმუშის შემსყიდველისათვის წარმოდგენა  (ჯამში 3 კომპლექტი).
გ)         ნიმუშებთან ერთად პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა ან სსიპ ,,აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო აკრედიტაციის ცენტრი’’-ს მიერ აკრედიტებული ორგანიზაციის (პირი) დასკვნა (დასკვნასთან ერთად ერთიან ელექტრონულ სისტემაში წარმოდგენილი უნდა იყოს შესაბამის სფეროში აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტი) ან უცხო ქვეყნის აკრედიტირებული ან სერთიფიცირებული საექსპერტო დაწესებულების ან ლაბორატორიის დასკვნა (დასკვნას თან უნდა ახლდეს დაწესებულების ან ლაბორატორიის შესაბამის სფეროში აკრედიტაციის ან სერთიფიცირების დამადასტურებელი ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული ქართულ ენაზე თარგმნილი და ნოტარიულად დამოწმებული დოკუმენტი).
დ)        დასკვნა წარმოდგენილი უნდა იქნას დედნის სახით და იმავდროულად ატვირთული იქნას ტენდერის შესაბამის ველში. წარმოდგენილი დასკვნით უნდა დგინდებოდეს თითოეული კომპლექტის ნიმუშის შესაბამისობა შემდეგ მახასიათებლებთან:
მერხისა და სკამის კარკასი - მეტალის, არარეგულირებადი. იგი არ უნდა იყოს ე.წ. ფხვნილოვანი მეტალისაგან დამზადებული.
მერხის ზედაპირი: უნდა იყოს (მერხის, სკამის საჯდომისა და საზურგის) – ვერზალიტის (Werzalit) ტექნოლოგიით დამზადებული.
მერხის და სკამის კონსტრუქცია უნდა იყოს მეტალის მილისებური ან მართკუთხა/კვადრატული პროფილის (მეტალის კედლის სისქე არანაკლებ 1,5 მმ), რითაც უზრუნველყოფილი იქნება მერხის სათანადო სიმტკიცე და მდგრადობა.
მერხი და სკამი უნდა იყოს ცალ-ცალკე.
უსაფრთხოების მიზნით, მერხს და სკამს, ასევე მის თანმხლებ დეტალებს არ უნდა ჰქონდეს მახვილი კუთხეები და ბოლოები, ამასთან ზედაპირი უნდა იყოს გლუვი, სკამის საზურგე (ლითონის კონსტრუქცია) მთლიანად უნდა იყოს დაფარული ვერზალიტის მასალით (იგულისხმება სკამის საზურგის ზედა ნაწილი, რომელსაც ნორმალურ ფიზიოლოგიურ მდგომარეობაში ეყრდნობა მოსწავლე).
მერხს უნდა ჰქონდეს მოსწავლის ჩანთის შესანახი ადგილი მერხის ზედაპირის ქვეშ, რომელიც ხელს არ უნდა უშლიდეს მერხის ნორმალურ ექსპლუატაციას. ასევე მეტალის კაუჭი ჩანთის ჩამოსაკიდებლად (გვერდით მხარეს).
მერხისა და სკამის ფეხს უნდა ჰქონდეს სპეციალური სამაგრი, რაც დაიცავს იატაკს დაზიანებისაგან;
მერხისა და სკამის კონსტრუქციის ნაწილები შედუღებული უნდა იყოს ქარხნული მეთოდით და შეღებილი გალვანიზებული მეთოდით;
მერხის ზედაპირის დახრილობის კუთხის გრადუსული ზომა არ უნდა აღემატებოდეს 5° - ს.
ზედაპირის ფერი - ხის ღია ფერი;
მეოთხე საფეხურისთვის:
მერხის ზედაპირის გარე პერიმეტრის სისქე უნდა შეადგენდეს არანაკლებ 20 მმ–ს;
მერხის სიმაღლე - 76სმ (±2სმ);
სკამის სიმაღლე - 46 სმ (±2სმ);
სკამის(დასაჯდომი) ზედაპირის სიგანე - 35 სმ (±2სმ);
სკამის (დასაჯდომი )ზედაპირის სიგრძე - 40 სმ (±2სმ);
სკამის საზურგის სიგრძე - 15 სმ (±1სმ);
სკამის საზურგის სიგანე - 35-40 სმ (დასაშვები ზომის ცდომილებაა ±1სმ);
მაგიდის ზედაპირის სიგანე - 45-50 სმ (დასაშვები ზომის ცდომილებაა ±1სმ);
მაგიდის ზედაპირის სიგრძე - 60-70 სმ (დასაშვები ზომის ცდომილებაა ±1სმ);
მესამე საფეხურისთვის:
მერხის ზედაპირის გარე პერიმეტრის სისქე უნდა შეადგენდეს არანაკლებ 20 მმ–ს;
მერხის სიმაღლე - 70სმ (±2სმ);
სკამის სიმაღლე - 42 სმ (±2სმ);
სკამის (დასაჯდომი) ზედაპირის სიგანე - 35 სმ (±2სმ);
სკამის (დასაჯდომი) ზედაპირის სიგრძე - 40 სმ (±2სმ);
სკამის საზურგის სიგრძე - 15 სმ (±1სმ);
სკამის საზურგის სიგანე -35-40 სმ (დასაშვები ზომის ცდომილებაა ±1სმ);
მაგიდის ზედაპირის სიგანე - 45-50 სმ (დასაშვები ზომის ცდომილებაა ±1სმ);
მაგიდის ზედაპირის სიგრძე - 60-70 სმ (დასაშვები ზომის ცდომილებაა ±1სმ);
მეორე საფეხურისთვის:
მერხის ზედაპირის გარე პერიმეტრის სისქე უნდა შეადგენდეს არანაკლებ 20 მმ–ს.
მერხის სიმაღლე - 64 სმ (±2სმ);
სკამის სიმაღლე - 38 სმ (±2სმ);
სკამის (დასაჯდომი) ზედაპირის სიგანე - 35 სმ (±2სმ);
სკამის (დასაჯდომი) ზედაპირის სიგრძე - 40 სმ (±1სმ);
სკამის საზურგის სიგრძე - 15 სმ (±1სმ);
სკამის საზურგის სიგანე - 35-40სმ (დასაშვები ზომის ცდომილებაა ±1სმ);
მაგიდის ზედაპირის სიგანე - 45-50 სმ (დასაშვები ზომის ცდომილებაა ±1სმ);
მაგიდის ზედაპირის სიგრძე - 60-70 სმ (დასაშვები ზომის ცდომილებაა ±1სმ);
სხვა აუცილებელი ტექნიკური მოთხოვნები:
მერხისა და სკამის სიმკვრივე უნდა იყოს არანაკლებ 700 კგ/მ3;
მერხისა და სკამის სიმტკიცე უნდა იყოს არანაკლებ 30 ნ/მმ2;
წყლის ზემოქმედების სხვადასხვა პირობებში მერხისა და სკამის ზედაპირის ამობურცვის სისქე პროცენტულად უნდა აკმაყოფილებდეს:
 
 
 
მიწოდების ვადები:
)         მიმწოდებელმა სატენდერო დოკუმენტაციით დადგენილი ვადების ფარგლებში, თავად უნდა განსაზღვროს შესყიდვის ობიექტის ეტაპობრივი მიწოდების  გეგმა-გრაფიკი კონკრეტული ლოკაციების მიხედვით.
)         მომწოდებელმა საკუთარი ხარჯებით, აწყობილი/დაკომპლექტებული სასკოლო მერხებისა და სკამების დარიგება უნდა მოახდინოს ეტაპობრივად, დანართი N2-ით გათვალისწინებულ ლოკაციებზე ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 45 კალენდარულ დღეში, ხოლო დანართი N3-ით გათვალსიწინებული ლოკაციებზე არაუგვიანეს 270 კალენდარული დღის განმავლობაში.
  თათა კვანტალიანი
ბაზრის კვლევის მთავარი სპეციალისტი  (+995) 598319595
განათლების, მეცნიერების კულტურისა და სპორტის სამინისტრო
 
სსიპ - საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო
a: თბილისი 0171, მერაბ ალექსიძის ქუჩა №1, შენობა ნაგებობა №1, სართული №2 (ყოფილი მათემატიკის ინსტიტუტის შენობა)
s: www.esida.ge e: tkvantaliani@esida.ge
 
 
გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ შემოთავაზება დანართი 1-ის სახით,  კომპანიის მონაცემებით, ხელმოწერით და ბეჭდით (ასეთის არსებობის შემთხვევაში), არაუგვიანეს 2020 წლის 27 მარტის 12:00 სთ-მდე.
 
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:



მიბმული ფაილები