ბაზრის კვლევა   ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია აცხადებს ბაზრის კვლევას
25.03.2020
  
 
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია ატარებს ბაზრის კვლევას, ქალაქ თბილისში, დენდროლოგიური პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოების საპროექტო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურების სავარაუდო ღირებულების დადგენის მიზნით.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, არაუგვიანეს 2020 წლის 29 მარტისა წარმოგვიდგინოთ თქვენი წინადადებები შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულების შესახებ შემდეგი ელექტრონული ფოსტის მისამართზე: e.chitashvili@tbilisi.gov.ge
        ამასთან, გთხოვთ ყურადღებით გაეცნოთ ტექნიკური დავალებით განსაზღვრულ მოთხოვნას, პრეტენდენტის გამოცდილების შესახებ და იმ შემთხვევაში, თუ ვერ აკმაყოფილებთ დავალებით განსაზღვრულ მოთხოვნებს, მოგვაწოდოთ თქვენი რეკომენდაციები.
 
საკონტაქტო პირი: ელეონორა ჩიტაშვილი
ტელ: 555 58 55 28;
 
 
მის:  ქ. თბილისი, შარტავას ქ. N7.
 
 
წინასწარ გიხდით მადლობას ბაზრის კვლევაში მონაწილეობისთვის.
 

მიბმული ფაილები