ბაზრის კვლევა   შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია" აცხადებს ბაზრის კვლევას
29.05.2020
  
 
გაცნობებთ, რომ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 5 აპრილის N791 განკარგულებით შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიას“ დაევალა მოსახლეობის ბუნებრივი გაზით მომარაგების მიზნით რიგი პროექტების განხორციელება, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე წინამდებარე წერილზე თანდართული დანართი N1-ში მოცემული დასახლებული პუნქტების გაზიფიცირებისთვის საჭირო სამშენებლო სამუშაოების შესყიდვის სავარაუდო ღირებულებისა და სავარაუდო შესრულების ვადის დადგენის მიზნით ვახორციელებთ ბაზრის კვლევას. გთხოვთ, 2020 წლის 4 ივნისის ჩათვლით, მოგვაწოდოთ შესასრულებელი სამუშაოს სავარაუდო ფასი და შესრულების სავარაუდო ვადა. გაითვალისწინეთ, რომ სამუშაოების დასრულების შემდეგ მიმწოდებელი ვალდებულია წარმოადგინოს სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ ან სხვა აკრედიტებული პირის მიერ გაცემული საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის დადებითი დასკვნა შესრულებული სამუშაოების შესახებ. ამასთან, ბაზრის კვლევაში მონაწილე პირს უნდა გააჩნდეს არანაკლებ 3 წლიანი ანალოგიური სამუშაოების გამოცდილება (არარეზიდენტი პირის შემთხვევაში გარდა საკუთარ ქვეყანაში მიღებული გამოცდილებისა) ბოლო 6 წლის განმავლობაში, არანაკლებ შესყიდვის სავარაუდო ღირებულების 100% (გამოცდილებაში ჩაითვლება 2015; 2016; 2017; 2018; 2019; 2020 წლებიდან ნებისმიერი სამი წლის განმავლობაში მიღებული გამოცდილება. აუცილებელია ამ ექვსი წლის განმავლობაში არანაკლებ სამ წელში დაუფიქსირდეს შესრულებული ანალოგიური სამუშაოები). გამოცდილებაში ჩაითვლება მხოლოდ დასრულებული პროექტები. ანალოგიული სამუშაოების გამოცდილება ნიშნავს წინამდებარე განცხადების დანართი N1-ით გათვალისწინებული ტიპის გაზიფიცირების სამუშაოების წარმოებას. სხვა სახის მილსადენების მშენებლობა გამოცდილებაში არ ჩაითვლება. განსახორციელებელი სამუშაოების საინჟინრო-ტექნიკური პროექტი შეგიძლიათ იხილოთ დანართ N1-ში მოცემულ ბმულზე (ლინკზე). დეტალური ინფორმაცია ასევე შეგიძლიათ იხილოთ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ გვერდზე: www.procurement.gov.ge. შემოთავაზება წარმოდგენილი უნდა იყოს მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე: s.sanadze@ggtc.ge საკონტაქტო პირი: სალომე სანაძე ტელ: +995 32 224 40 40 (635) ფაქსი: +995 32 224 40 48 ელ.ფოსტა: s.sanadze@ggtc.ge წინასწარ გიხდით მადლობას ბაზრის კვლევაში მონაწილეობისათვის.



მიბმული ფაილები