ბაზრის კვლევა   შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი აცხადებს ბაზრის კვლევას
19.06.2020
  
 
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი აცხადებს ბაზრის კვლევას ზაფხულის უნიფორმის შესყიდვის მიზნით
 
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი აცხადებს ბაზრის კვლევას ზაფხულის უნიფორმის შესყიდვის მიზნით, ხელშეკრულების გაფორმება დაგეგმილია გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.
 
მისაწოდებელი საქონლის დასახელებები, ტექნიკური მახასიათებლები, რაოდენობები და მიწოდების ვადები მოცემულია დანართში: ,,ტექნიკური დავალება“.
 
ინსტრუქცია გამოკითხვაში მონაწილებოს შესახებ მოცეულია დანართში: ,,გამოკითხვაში მონაწილეობის ინსტრუქცია და აუცილებელი პირობები“
 
შესყიდვის სავარაუდო მაქსიმალური ღირებულება შეადგენს:
I ლოტი - 928 500 ლარს.
II ლოტი - 595 000 ლარს.
III ლოტი - 27 685 ლარს.
 
პროცედურულ საკითხებთან დაკავშირებით დაუკავშირდით: გიორგი სიყმაშვილს 577 77 33 17, g.sikmashvili@mia.gov.ge, ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით დაუკავშირდით სერგო მოდებაძეს 577 00 00 82 modebadzesergo@mia.gov.ge
 
დაინტერესებულ პირს შეუძლია, როგორც რომელიმე კონკრეტულ ლოტზე მონაწილეობის მიღება, ასევე სამივე ლოტზე.
 
 
შენიშვნა: დაინტერესებული პირების თხოვნის საფუძველზე, მიღებული იქნა გადაწყვეტილება შესყიდვის პროცედურის კიდევ ერთხელ გახანგრძლივების თაობაზე.

მისაწოდებელი საქონლის ტექნიკური მახასიათებლების, გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტების, ნიმუშის, ტექნიკური დავალებით განსაზღვრული ექსპერტიზის დასკვნების წარმოდგენის საბოლოო ვადაა 2020 წლის 24 ივნისის 15:00 საათი.

ზეპირი ვაჭრობა შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციულ შენობაში (თბილისი, ნოე რამიშვილის ქ. N38) გაიმართება 2020 წლის 25 ივნისის 15:00 საათზე, თითოეული ლოტის მიხედვით.
 
 

მიბმული ფაილები