ბაზრის კვლევა   ​შპს „ქ.ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფო“ აცხადებს ბაზრის კვლევას
19.06.2020
  
 
შპს „ქ.ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფო“ გეგმავს, ერთი ერთეული სამედიცინო დანიშნულების სატრანსპორტო საშუალების შესყიდვას, რაზედაც შედგა შესაბამისი ტექნიკური დავალება. სატრანსპორტო საშუალების სავარაუდო ღირებულების დადგენის მიზნით შპს „ქ.ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფო“ ატარებს ბაზრის კვლევას.    
დანართის სახით წარმოგიდგენთ სამედიცინო დანიშნულების სატრანსპორტო საშუალების ტექნიკურ დავალებას, სადაც განსაზღვრულია ის მინიმალური ტექნიკური მახასიათებლები, რასაც უნდა აკმაყოფილებდეს შესყიდვის ობიექტი.
გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში, შესაძლო მოკლე ვადაში, გვაცნობოთ შესასყიდი საქონლის ღირებულების შესახებ ინფორმაცია. ამასთან, შემოთავაზებული ღირებულება უნდა მოიცავდეს სატრანსპორტო საშუალების მიწოდებასთამ დაკავშირებულ ყველა ხარჯსა და გადასახადს.
გთხოვთ, გაეცნოთ თანდართულ დანართს და არაუგვიანეს 2020 წლის 06 ივლისის ჩათვლით პერიოდში ინფორმაცია/მონაცემები მოგვაწოდოთ შემდეგი ელექტრონული ფოსტის მისამართზე: info.republican.hospital@gmail.com;
დამატებითი ინფორმაციისათვის დაუკავშირდით საკონტაქტო პირს: ლაშა თურმანიძე - მობ. 591988855;
მადლობას გიხდით ბაზრის კვლევაში მონაწილეობისთვის.

მიბმული ფაილები