ბაზრის კვლევა   საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს ბაზრის კვლევას
02.07.2020
  
 
მოგესალმებით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გეგმავს სერვერის (ჰიპერ კონვერგენტული ინფრასტრუქტურის სპეციალიზირებული მოწყობილობა - 4 (ოთხი) ცალი და ქსელური კომუტატორი - 2 ცალი) შესყიდვას ტენდერის საშუალებით. შესაბამისად საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ატარებს ფასთა კვლევას,  დეტალური ინფორმაცია მოთხოვნებთან დაკავშირებით წარმოდგენილია თანდართულ ფაილში (დანართი N2 - ტექნიკური დავალება). გთხოვთ, გაეცნოთ წინამდებარე ინფორმაციას და გამოგვიგზავნოთ თქვენი შემოთავაზება, არაუგვიანეს მიმდინარე წლის 06 ივლისისა 18:00 სთ-სა შემდეგ მეილზე: akharebava@mfa.gov.ge. შემოთავაზება წარმოდგენილი უნდა იყოს ეროვნულ ვალუტაში - ლარში, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა გადასახადის გათვალისწინებით. კომპანიამ უნდა წარმოადგინოს:  პროექტის შესრულების ღირებულება (დანართი N1); შენიშვნა: პრეტენდენტმა უნდა გაითვალისწინოს რომ ტენდერში გათვალისწინებულ იქნება შემდეგი მოთხოვნები: - პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას მწარმოებლის პარტნიორობის დამადასტურებელი დოკუმენტი და მწარმოებლის ავტორიზაციის ფორმა შემოთავაზებული შესყიდვის ობიექტზე (MAF); - პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია შემოთავაზებული პროდუქტის მწარმოებლის მინიმუმ ორი ავტორიზებული სერვის ცენტრის არსებობის შესახებ, საქართველოში; - პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს დოკუმენტაცია შემოთავაზებული საქონლის მწარმოებლის ანალოგიური ტექნოლოგიის გამოყენებით, მის მიერ 2017 წლიდან მიმდინარე პერიოდამდე საქართველოში განხორციელებული HCI Appliance-ების დანერგვის არანაკლებ 3 (სამი) პროექტის შესახებ. კერძოდ: შესაბამისი ხელშეკრულებები და მიღება-ჩაბარების აქტები ან/და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, ხოლო თუ პრეტენდენტს ხელშეკრულებები გაფორმებული აქვს სახელმწიფო შემსყიდველ ორგანიზაციებთან, საკმარისია მითითებულ იქნას შესაბამისი SPA, NAT, CMR ან სხვა ნომრები; - პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს შემოთავაზებული ჰიპერ-კონვერგენტული სისტემის ინსტალაციაზე მწარმოებლის მიერ სერტიფიცირებული მინიმუმ ორი თანამშრომელი (ინჟინერი), რომლის დასტურადაც უნდა წარმოადგინოს შესაბამისი სერტიფიკატების ასლები და ცნობა დამსაქმებელი კომპანიიდან. - პროექტის განხორციელების ვადები: მიმწოდებელმა, პროდუქტის მიწოდება უნდა უზრუნველყოს 60 (სამოცი) კალენდარული დღის განმავლობაში; საინჟინრო, ფიზიკური და გამოთვლითი ინფრასტრუქტურის საინსტალაციო სამუშაოები უნდა დასრულდეს პროდუქტების მიწოდებიდან 20 (ოცი) კალენდარული დღის განმავლობაში. დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით: ანა ხარებავა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო სახელმწიფო შესყიდვების სამსახურის უფროსის მოადგილე მის: 0118 საქართველო, თბილისი, შ. ჩიტაძის ქ. 4 ტელ: (+995 32) 294 5000 – 2548 მობ: (+995 577) 177 433 E-mail: akharebava@mfa.gov.ge

მიბმული ფაილები