ბაზრის კვლევა   სსიპ „საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო“ აცხადებს ბაზრის კვლევას
03.07.2020
  
 
გაცნობებთ, რომ სსიპ „საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო“ ატარებს ფასთა კვლევას, საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ყველა საჯარო სკოლისათვის და ასევე საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის (გარდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაქვემდებარებული საგანმანათლებლო რესურსცენტრებისა), სხვადასხვა სახის სადეზინფექციო საშუალებების შესყიდვასთან   დაკავშირებით.
  • დანართი 1  - შესავსები განფასება, სადაც მოცემულია პროდუქციის ზუსტი რაოდენობა და მახასიათებლები;
  • დანართი 2 - განთავსების ადგილი და ჯამური რაოდენობები რაიონების მიხედვით;
  • დანართი 3 - თერმოსკრინინგის მიწოდების მისამართები;
  • დანართი 4 - რესურსცენტრები (აჭარის გარდა);
  • დანართი 5 - სრული ინფორმაცია საჯარო სკოლების შესახებ (სადეზინფექციო საშუალებები);
  • დანართი 6 - ჯამური რაოდენობა.
 
 გთხოვთ გაეცნოთ წინამდებარე ინფორმაციას და გამოგვიგზავნოთ  თქვენი შემოთავაზება, დანართი 1-ის სახით სრულყოფილად შევსებული ხელმოწერითა და ბეჭდით არაუგვიანეს მიმდინარე წლის 09 ივლისის 12:00 სთ-სა. შემოთავაზება წარმოდგენილი უნდა იყოს ეროვნულ ვალუტაში - ლარში, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა გადასახადის ჩათვლით.
მიწოდების ადგილები:
  • თერმოსკრინინგის კამერა უნდა დამონტაჟდეს დანართში მითითებულ სკოლებში, შესაბამისი მისამართების გათვალისწინებით.
  • დანარჩენი სადეზინფექციო საშუალებების მიწოდება უნდა განხორციელდეს რაიონებში, დანართში მითითებული მისამართების შესაბამისად.
მიწოდების ვადა: არაუგვიანეს 2020 წლის 01 სექტემბერი.
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:
  თათა კვანტალიანი
ბაზრის კვლევის მთავარი სპეციალისტი  (+995) 598319595
განათლების, მეცნიერების კულტურისა და სპორტის სამინისტრო
სსიპ - საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო
a: თბილისი 0171, მერაბ ალექსიძის ქუჩა №1, შენობა ნაგებობა №1, სართული №2 (ყოფილი მათემატიკის ინსტიტუტის შენობა)
s: www.esida.ge e: tkvantaliani@esida.ge