ბაზრის კვლევა   საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ატარებს ბაზრის კვლევას
17.10.2018
  
 
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური გეგმავს შეიძინოს ქალაქის ხანძრებისთვის განკუთვნილი 30 ცალი (ახალი, არამეორადი) სახანძრო-სამაშველო ავტოსატრანსპორტო საშუალება, შემდეგი პირობების გათვალისწინებით:
 
  1. ავტომობილების გარანტია: ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე, სავალი ნაწილი, ელ. სისტემა, საქაჩი ტუმბოები/ნასოსები, მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან არანაკლებ 2 (ორი) წელი, გარბენისა და გამომუშავებული მოტოსაათების შეუზღუდავად; ძირითად აგრეგატებზე გარანტია (ძრავი, ხიდი. გადაცემათა კოლოფი), მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან არანაკლებ 3 (სამი) წელი, გარბენისა და გამომუშავებული მოტოსაათების შეუზღუდავად.
    მიმწოდებელმა საგარანტიო ვადის განმავლობაში გამოვლენილი ხარვეზების აღმოფხვრა უნდა უზრუნველყოს საკუთარი ხარჯებით, შეტყობინების მიღებისთანავე გონივრულ ვადებში, საგარანტიო მომსახურების სპეციფიურობის შესაბამისად, შემსყიდველის მხრიდან დამატებითი დანახარჯების გაწევის გარეშე.
  2. ტენდერში გამოყენებული იქნება ხელშეკრულების უზრუნველყოფის 5%-იანი გარანტია;
  3. ავანსი - პროექტში გათვალისწინებული იქნება საავანსო ანგარიშსწორება სახელშეკრულებო ღირებულების 30%-ის ოდენობით. ხელშეკრულების უზრუნველყოფის გარანტია და ავანსის გარანტია წარმოდგენილი უნდა იქნას ეროვნულ ვალუტაში - ლარში მხოლოდ საბანკო (კომერციული ბანკი) დაწესებულებიდან. უცხოური ბანკებიდან საბანკო გარანტიების წარმოდგენის შემთხვევაში მათთან ერთად მიმწოდებელმა უნდა წარმოადგინოს ზემოაღნიშნული საბანკო გარანტიების საფუძველზე საქართველოში აკრედიტირებული საბანკო დაწესებულებების მიერ გაცემული „კონტრ გარანტიები“ (ლარში). საბანკო გარანტიები და მასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იქნას ქართულ ენაზე (დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი).
  4. შემოთავაზებული სახანძრო მანქანები უნდა აკმაყოფილებდეს ტექნიკურ პირობაში მითითებულ ევროპულ სტანდარტებს;
  5. მიწოდების ვადები: ხელშეკრულების გაფორმებიდან 12 თვე მათ შორის - მიწოდება ეტაპობრივად შედგენილი გრაფიკის მიხედვით. 
  6. მიწოდების ადგილი: CIF საქართველო,(ფოთი, ბათუმი ან თბილისი).
  7. გამოცდილება: მწარმოებელს უნდა გააჩნდეს ანალოგიური საქონლის (საკუთარი წარმოების სახანძრო კონსტრუქციითა და მოწყობილობებით აღჭურვილი სახანძრო მანქანები (არ იგულისხმება შასი)) წარმოების მინიმუმ 30 წლიანი გამოცდილება.
  8. მწარმოებელს უნდა გააჩნდეს ბოლო 30 წლის  განმავლობაში საერთაშორისო ბაზარზე ანალოგიური საქონლის (საკუთარი წარმოების სახანძრო კონსტრუქციითა და მოწყობილობებით აღჭურვილი სახანძრო მანქანები(არ იგულისხმება შასი)) მიწოდების არანაკლებ 300 000 000 ლარის გამოცდილება, მათ შორის ბოლო 5 წლის განმავლობაში  ევროკავშირის წევრი (არანაკლებ 3) ქვეყნებისთვის უნდა ჰქონდეს მიწოდებული არანაკლებ 50 000 000 ლარის ღირებულების ანალოგიური საქონელი (საკუთარი წარმოების სახანძრო კონსტრუქციითა და მოწყობილობებით აღჭურვილი სახანძრო მანქანები(არ იგულისხმება შასი)).[1]
  9. იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში მწარმოებლის მიერ ავტორიზებული (შუამავალი) კომპანია მიიღებს მონაწილეობას, მას უნდა გააჩნდეს ბოლო 5 წლის  განმავლობაში საერთაშორისო ბაზარზე სპეცტექნიკის (მათ შორის სახანძრო მანქანების) მიწოდების არანაკლებ 50 000 000 ლარის გამოცდილება.[2]
  10. მიმწოდებელმა (შუამავალი კომპანია/მწარმოებელი) უნდა წარმოადგინოს მწარმოებელზე გაცემული მინიმუმ 3 სარეკომენდაციო წერილი, სადაც ასახული იქნება, ბოლო 5 წლის განმავლობაში  ანალოგიური საქონლის (სახანძრო მანქანები) ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვის (არანაკლებ 3 სხვადასხვა ქვეყანა) მიწოდების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, მასზედ რომ  მწარმოებელმა ჯეროვნად შეასრულა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება.
  11. მიმწოდებელმა კომპანიამ უნდა მიუთითოს შემოთავაზებული სპეც. ავტოტრანსპორტის მწარმოებელი კომპანია, მარკა და მოდელი, გამოშვების წელი.
  12. მომწოდებელმა კომპანიამ ფასში უნდა გაითვალისწინოს მინიმუმ 30 მძღოლის ტრეინინგის ხარჯი, მათ შორის არანაკლებ ორი პერსონა უნდა იყოს იმ დონის ცოდნით, რომ მომავალში შეძლოს სხვა მძღოლების დატრენინგება;
  13. პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს განფასება (ცვლის პარამეტრი, ერთეულის ფასი და ა.შ.) ავტოსატრანსპორტო საშუალების ფლობის ღირებულების კომპონენტების მიხედვით. აღნიშნული წარმოადგენს ავტოსატრანსპორტო საშუალების თანმდევ საგარანტიო პირობებს, რომელიც მოიცავს 3 (სამი) წლიან პერიოდს ან 100 000კმ-ს, რომელიც უფრო ადრე დადგება და რომლის ფარგლებშიც, გეგმიური ფასიანი მომსახურების დროის ათვლა დაიწყება შესყიდვის ობიექტზე მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების დღიდან;
    ხოლო ავტომობილის ფლობის ღირებულების კომპონენტების სახელმწიფო შესყიდვის მიზნით, შემსყიდველი ორგანიზაცია გამარჯვებულ პრეტენდენტთან ან მის მიერ ავტორიზებულ ორგანიზაციასთან (მიმწოდებელთან, რომელიც უზრუნველყოფს მომსახურების გაწევას იმ საგარანტიო პირობების ანალოგიურად, რომელსაც თავდაპირველი მიმწოდებელი სთავაზობს შემსყიდველს), დებს ხელშეკრულებას გამარტივებული შესყიდვის საშუალებით. თანმდევი საგარანტიო პირობების ფარგლებში, გეგმიური ფასიანი მომსახურების განხორციელება უნდა მოხდეს დანართი N2-ით წარმოდგენილი ცხრილის შესაბამისად. მიმწოდებელმა გეგმიური მომსახურების ჩატარება უნდა უზრუნველყოს შემსყიდველის მოთხოვნიდან 2 სამუშაო დღის განმავლობაში.
  14. 3.1  შემსყიდველის მიმართვისთანავე, მაგრამ არა უგვიანეს მომდევნო დღისა, მიმწოდებელმა ჩაატაროს ავტომობილების დათვალიერება და წარუდგინოს შემსყიდველს დეფექტური აქტი ხელმოსაწერად, რომელშიც აღნიშნული იქნება მომსახურების გაწევის ვადები:
  • მექანიკური დაზიანების შემთხვევაში-2 სამუშაო დღე,
  • საშუალო სირთულის რემონტი- 5 სამუშაო დღე,
  • აგრეგატულ ნაწილებზე- 10 სამუშაო დღე,
  • სათუნუქე-სამღებრო სამუშაოები- 10 სამუშაო დღე,
  • დეფიციტური სათადარიგო ნაწილების უზრუნველყოფა-არანაკლებ 30 კალენდარული დღე.
 
  1. სერვისცენტრებში მომსახურე პერსონალი უნდა იყოს მწარმოებლის მიერ სერტიფიცირებული.
 
გთხოვთ ზემოაღნიშნული პირობებისა და თანდართული ტექნიკური მახასიათებლების (დანართი N1, დანართი N2) შესაბამისად მოგვაწოდოთ ინფორმაცია, თქვენს მიერ შეთავაზებული საქონლის (თბილისამდე ტრანსპორტირების, თანმდევი-სატრენინგო მომსახურების და ყველა გადასახადის ჩათვლით) ფასების შესახებ ინფორმაციის მოწოდების ბოლო ვადაა 2018 წლის 5 ნოემბრამდე.
 
ფასები მოცემული უნდა იყოს დღგ-ს გარეშე.
 
 
ტექნიკური პირობების და დამატებითი ინფორმაციის გასაცნობად იხილეთ მიბმული ფაილები. 
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური
მის: ქ. თბილისი, პავლე ინგოროყვას ქ. N7; 
საკონტაქტო პირი: მარიამ ჩადუნელი, +995 598 46 56 15; mchaduneli@es.gov.ge
 
 

[1] არსებული მოთხოვნა შემუშავებულია ევროკავშირის 2014/24/ EU დირექტივის საფუძელზე.  ევროკავშირის 2014/24/EU დირექტივის თანახმად, მოთხოვნილი წლიური ბრუნვა ნორმალურ შემთხვევაში არ უნდა აღემატებოდეს სავარაუდო ღირებულების ორმაგ ოდენობას. მულტიპლიკატორის 0,5-ის ოდენობით განსაზღვრისა და წინამდებარე თავში მოყვანილი საჭირო ბრუნვის დაანგარიშების პირველი ალტერნატივის გამოყენების შემთხვევაში, წარსადგენი ბრუნვის ოდენობა გადააჭარბებს სავარაუდო ღირებულების ორმაგ მაჩვენებელს მაშინ, როდესაც მიწოდების ვადა ნაკლებია სამ თვეზე. მულტიპლიკატორის 0,75-იანი მაჩვენებლის გამოყენების შემთხვევაში წარსადგენი ბრუნვის ოდენობა გადააჭარბებს სავარაუდო ღირებულების ორმაგ მაჩვენებელს მიწოდების ვადის 4,5 თვეზე ნაკლები მიწოდების ვადის განსაზღვრისას. ∑ = (E * 12) / D * M. E – წინამდებარე ტენდერით განსაზღვრული შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება ლარებში; D– წინამდებარე ტენდერით განსაზღვრული შესყიდვის ობიექტის მიწოდების პერიოდის ხანგრძლივობა თვეებში (შესაბამისად, ფორმულის მრიცხველი მრავლდება რიცხვ 12-ზე, ერთი სრული წლის შესაბამისი ოდენობის დაანგარიშებისთვის); M – მულტიპლიკატორი, რომლის მნიშვნელობა განისაზღვრება პროექტის სირთულის მიხედვით
[2]არსებული მოთხოვნა შემუშავებულია ევროკავშირის 2014/24/ EU დირექტივის თანახმად.  ევროკავშირის 2014/24/EU დირექტივის თანახმად, მოთხოვნილი წლიური ბრუნვა ნორმალურ შემთხვევაში არ უნდა აღემატებოდეს სავარაუდო ღირებულების ორმაგ ოდენობას. მულტიპლიკატორის 0,5-ის ოდენობით განსაზღვრისა და წინამდებარე თავში მოყვანილი საჭირო ბრუნვის დაანგარიშების პირველი ალტერნატივის გამოყენების შემთხვევაში, წარსადგენი ბრუნვის ოდენობა გადააჭარბებს სავარაუდო ღირებულების ორმაგ მაჩვენებელს მაშინ, როდესაც მიწოდების ვადა ნაკლებია სამ თვეზე. მულტიპლიკატორის 0,75-იანი მაჩვენებლის გამოყენების შემთხვევაში წარსადგენი ბრუნვის ოდენობა გადააჭარბებს სავარაუდო ღირებულების ორმაგ მაჩვენებელს მიწოდების ვადის 4,5 თვეზე ნაკლები მიწოდების ვადის განსაზღვრისას.

მიბმული ფაილები