ბაზრის კვლევა   აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაცია - შესყიდვების სპეციფიკური შეტყობინება
05.12.2018
  
 
შესყიდვების სპეციფიკური შეტყობინება
სკოლების ინფრასტრუქტურის ტექნიკური მდგომარეობის შესწავლის საკონსულტაციო მომსახურება

RFP # PP13-A2/GEP/CS/LCS/07
ლოტი 1- აჭარა, გურია, სამეგრელო, ზემო-სვანეთის რეგიონები
ლოტი 2 - იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმი და სამცხე-ჯავახეთის რეგიონები
ლოტი 3 - თბილისი, შიდა ქართლი, ქვემო ქართლი, კახეთი და მცხეთა-მთიანეთის რეგიონები
 
2013 წლის 26 ივლისს აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციასა (“Millennium Challenge Corporation- MCC”) და საქართველოს მთავრობას შორის ხელი მოეწერა  (the “Georgia Compact II”)  140,000,000,00 აშშ დოლარის მეორე კომპაქტს, რომლის მიზანია, საქართველოში სიღარიბის დაძლევა და ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა ზოგადი, ტექნიკური, პროფესიული და უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების მეშვეობით. კომპაქტი და მასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია შეგიძლიათ მოიძიოთ ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციისა (www.mcc.gov)  და ათასწლეულის გამოწვევის ფონდი-საქართველოს ვებ-გვერდებზე (www.mcageorgia.ge)..
ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო გთავაზობთ წარმოადგინოთ თქვენი სატენდერო წინადადებები სკოლების ინფრასტრუქტურის ტექნიკური მდგომარეობის შესწავლის საკონსულტაციო მომსახურებზე. დავალება წარმოდგენილია სამ ლოტად:
ლოტი 1- აჭარა, გურია, სამეგრელო, ზემო-სვანეთის რეგიონები
ლოტი 2 - იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმი და სამცხე-ჯავახეთის რეგიონები
ლოტი 3 - თბილისი, შიდა ქართლი, ქვემო ქართლი, კახეთი და მცხეთა-მთიანეთის რეგიონები
 
კომპანიებს შეუძლიათ გამოხატონ ინტერესი ნებისმიერ ერთ ლოტზე ან ლოტების ნებისმიერ კომბინაციაზე.
დასწრება რეკომენდირებულია ყველა დაინტერესებული კომპანიისათვის, მაგრამ არ არის სავალდებულო.
ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო ახორციელებს შესყიდვებს  აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მიერ დადგენილი შესყიდვების პროცედურებით (List Cost Selection), რომელიც შესაძლებელია ნახოთ  შესაბამის ვებ-გვერდზე: https://www.mcc.gov/resources/doc/program-procurement-guidelines.
 
კონტრაქტორი შეირჩევა კონკურენტული/ღია ტენდერის პროცედურების დაცვით.
 
წინასატენდერო შეხვედრა გაიმართება 2018 წლის 13 დეკემბერს, დილის 11:00 საათზე, საქართველოს დროით (GMT+4) .
 
მისამართი:
ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო
მერაბ კოსტავას ქუჩა 5,  მე-4 სართული, საკონფერენციო ოთახი
თბილისი 0108, საქართველო
დასწრება რეკომენდებულია ყველა დაინტერესებული კომპანიისათვის, მაგრამ არ არის სავალდებულო.
სატენდერო წინადადებები უნდა მოიტანოთ არაუგვიანეს 2018 წლის 24 დეკემბრის 15:00 საათისა, საქართველოს დროით (GMT+4)შემდეგ მისამართზე:
ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო
მ. კოსტავას 5, მე-4 სართული, საკონფერენციო დარბაზი
თბილისი, საქართველო 0108
(შენობაში შემოსასლველად ლიფტს ვერ გამოიყენებთ)
 
სატენდერო დოკუმენტაცია გაიხსნება იმავე დროსა და ადგილას, 2018 წლის 24 დეკემბრის 15:00 საათზე მონაწილე კომპანიების და სხვა მსურველების თანდასწრებით.
 
ამ დროის გასვლის შემდეგ მოტანილი სატენდერო დოკუმენტაცია არ მიიღება და გაუხსნელად დაუბრუნდება გამომგზავნ კომპანიას ტენდერში გამარჯვებული კომპანიასთან ხელშეკრულების დადების შემდეგ. მონაწილეებმა დოკუმენტაციის გამოგზავნის შემთხვევაში, უნდა გაითვალისწინონ შესაძლო დაბრკოლებები, რაც კურიერული მომსახურების დროს შეიძლება წარმოიშვას.
 
დაინტერესებულმა კომპანიებმა რეგისტრაციისათვის  უნდა დააფიქსირონ ინტერესი ქვემოთ მოცემულ მისამართზე მათი ფირმის შესახებ დეტალების (ფირმის სახელი, მისამართი, საკონტაქტო პირი, ელექტრონული მისამართი, ტელეფონი) მითითებით.
 
            ათასწლეულის გამოწვევის ფონდი-საქართველო
            დიმიტრი ქემოკლიძე
            შესყიდვების დირექტორი
            Email:  procurement@mcageorgia.ge 
                        nramishvili@mcageorgia.ge