ბაზრის კვლევა   სსიპ ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრი
07.12.2018
  
 
აივ ინფექციის/შიდსის, ტუბერკულოზისა და მალარიის წინააღმდეგ ბრძოლის გლობალური ფონდის(The Global Fund to Fight AIDS, Tuberculosis and Malaria) დაფინანსებით, „ტუბერკულოზის ყველა ფორმის ხარისხიან დიაგნოსტიკასა და მკურნალობაზე საყოველთაო ხელმისაწვდომობის მდგრადობის უზრუნველყოფის“  (GEO-T-NCDC) პროგრამის ფარგლებში სსიპ ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს დაგეგმილი აქვს საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვა აჭარის ნულოვანი ტუბერკულოზის ინიციატივის ხელშეწყობს მიზნით (CPV79400000 - ბიზნესსა და მენეჯმენტთან დაკავშირებული კონსულტაციები და მომსახურებები) შესყიდვა. ნულოვანი ტუბერკულოზის ინიციატივა მიზნად ისახავს ტუბერკულოზის ეპიდემიის აღმოფხვრის ეტაპზე გადაყვანას ადგილობრივი ხელისუფლების მონაწილეობაზე ფოკუსირებით, რის შედეგადაც შესაძლებელი გახდება დაავადების დაძლევა და წარმატების შენარჩუნება მრავალ ადგილას. ამ მიზნის მისაღწევად, ინიციატივა ხელს უწყობს მომუშავე პარტნიორებს შორის ურთიერთქმედებას კონკრეტულ გეოგრაფიულად განსაზღვრულ ტერიტორიებზე, სადაც ტუბერკულოზის დაძლევისათვის ტარდება კომპლექსური ღონისძიებები ტუბერკულოზის შემთხვევების გამოვლენის, მკურნალობის და პრევენციის გაუმჯობესების მიზნით.
დაინტერესებულ პირებს ინფორმაცია შესყიდვის ობიექტის მიწოდების პირობების და სავარაუდო ღირებულების შესახებ (გთხოვთ, მიუთითოთ მომსახურების ღირებულება მოიცავს თუ არა დღგ-ს), შეუძლიათ მოგვაწოდონ წერილობითი ფორმით, ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილის ირმა ხონელიძის სახელზე. მისამართი: ქ. თბილისი, კახეთის გზატკეცილი №99, სსიპ ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ან ელექტრონული ფოსტის მეშვეობით cancelary@ncdc.ge 2018 წლის 14 დეკემბრის ჩათვლით.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მსურველებს შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ, ტელეფონი: (995 32) 219 25 94 –  შიდა (804).

მიბმული ფაილები