ბაზრის კვლევა   სსიპ ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრი
20.12.2018
  
 
აივ ინფექციის/შიდსის, ტუბერკულოზისა და მალარიის წინააღმდეგ ბრძოლის გლობალური ფონდის  (The Global Fund to Fight AIDS, Tuberculosis and Malaria) დაფინანსებით, „საქართველოში აივ ინფექცია/შიდსით დაავდებულთა სიცოცხლის მაჩვენებლის გაუმჯობესება მკურნალობისა და მოვლის ღონისძიებების გაძლიერების გზით“ (GEO-H-NCDC) პროგრამის ფარგლებში სსიპ ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს დაგეგმილი აქვს საინფორმაციო-მედია კამპანიის მომსახურების - აივ/ინფექცია შიდსთან ასოცირებული სტიგმისა და დისკრიმინაციის დონის შემცირება და აივ დადებითი ადამიანების მიმართ საზოგადოებრივი მიმღებლობის ამაღლება (CPV კოდი 79340000 სარეკლამო და მარკეტინგული მომსახურებები) შესყიდვა. მომსახურების მიზანია: აივ/ინფექცია შიდსთან ასოცირებული სტიგმისა და დისკრიმინაციის დონის შემცირება და აივ დადებითი ადამიანების მიმართ საზოგადოებრივი მიმღებლობის ამაღლება ფართომასშტაბიანი მედია კამპანიისა და სხვა სახის საინფორმაციო აქტივობების განხორციელების გზით.
დაინტერესებულ პირებს ინფორმაცია შესყიდვის ობიექტის მიწოდების პირობების და სავარაუდო ღირებულების შესახებ (გთხოვთ, მიუთითოთ მომსახურების ღირებულება მოიცავს თუ არა დღგ-ს), შეუძლიათ მოგვაწოდონ წერილობითი ფორმით, ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილის ირმა ხონელიძის სახელზე. მისამართი: ქ. თბილისი, 0198. კახეთის გზატკეცილი №99, სსიპ „ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი“ ან ელექტრონული ფოსტის მეშვეობით cancelary@ncdc.ge 2018 წლის 21 დეკემბრის  ჩათვლით.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მსურველებს შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ, ტელეფონი: (995 32) 219-25-95  შიდა (804).

მიბმული ფაილები