ბაზრის კვლევა   შპს „მექანიზატორი“ აცხადებს ბაზრის კვლევას უძრავ-მოძრავი აქტივების შეფასების მიზნით
17.01.2019
  
 
შპს „მექანიზატორი“  აცხადებს ბაზრის კვლევას უძრავ-მოძრავი აქტივების შეფასების მიზნით.
  1. შესაფასებელ აქტივებს წარმოადგეს არაუმეტეს 40 ავტოსატრანსპორტო საშუალება და 10 სასოფლო/არასასოფლო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომლებიც განთავსებულია საქართველოს სხვადასხვა რეგიონში:
 
ქ. საგარეჯოში, (55.12.76.010)
ქალაქი ბათუმი, დაბა ჩაქვი (05.33.22.166)
ქალაქი ბათუმი, დაბა ჩაქვი (05.33.22.167)
მუნიციპალიტეტი ოზურგეთი, სოფელი მერია (26.05.27.099)
მუნიციპალიტეტი ოზურგეთი, სოფელი მერია (26.05.27.101)
რაიონი ქარელი, სოფელი მოხისი (ახალსოფელი) (68.07.41.246)
მცხეთა, წეროვანის ტერიტორია (72.08.01.120)
თერჯოლა, ბარდუბნის მიმდებარედ (33.05.37.023)
გორი, სოფ. ხურვალეთი (66.56.06.308)
მცხეთა, დასახლება ქსანი (72.10.03.025)
 
 
 
  1. თითოეულ შესაფასებელ აქტივზე უნდა დადგინდეს საბაზრო ღირებულება.
  2. შეფასება უნდა განხორციელდეს საერთაშორისოდ აღიარებული მეთოდით.
  3. ქონების შეფასების დასკვნის მომზადება უნდა განხორციელდეს შემსყიდველის მიერ დაკვეთის განხორციელებიდან არაუგვიანეს 7 სამუშაო დღის ვადაში.
  4. ფასის წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ საქართველოს ეროვნულ ვალუტა ლარში. შემოთავაზებული ფასი უნდა შეიცავდეს დაკვეთის მიწოდებასთან დაკავშირებულ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა შესაბამის გადასახადსა და მომსახურების გაწევის მიმდინარეობისას წარმოშობილ შემფასებლის ყველა სახის ხარჯს, გარდა გადაადგილების ხარჯისა (აქტივების დისლოკაციის ადგილზე შემფასებლის ტრასპორტირებას უზრუნველყოფს დამკვეთი საკუთარი ხარჯებით).
  5. ანგარიშსწორება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით ლარში, ფაქტიურად გაწეული მომსახურების შემდეგ მხარეებს შორის შესაბამისი მიღება - ჩაბარების აქტის გაფორმებიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღის ვადაში.
 
აღნიშნულიდან გამომდინარე,  გთხოვთ, არაუგვიანეს 2019 წლის 23 იანვრის 16 საათისა მოგვაწოდოთ თქვენი შემოთავაზებები.
გთხოვთ წინადადებები მოგვაწოდოთ შემდეგი ელექტრონული ფოსტის მისამართზე: DGEBUADZE@MECHANIZATION.GE
წინასწარ გიხდით მადლობას ბაზრის კვლევაში მონაწილეობის მიღებისთვის.
საკონტაქტო ინფორმაცია:
შპს „მექანიზატორი“-ს   ადმინისტრაციული სამმართველოს შესყიდვების მენეჯერი დავით დგებუაძე
მობ: +995  599  474810
ელ.ფოსტა: DGEBUADZE@MECHANIZATION.GE
მის: ქ.თბილისი. სანდრო ახმეტელის 10ა , კინოსტუდიის შენობა  II სართული.