ბაზრის კვლევა   სსიპ „საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო“ განმეორებით ატარებს ფასთა
18.01.2019
    
 
სსიპ „საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო“ განმეორებით ატარებს ფასთა კვლევას გაზრდილი რაოდენობით სასკოლო მერხებისა და სკამების შესყიდვასთან დაკავშირებით.
სულ: 94 000 ცალი სასკოლო მერხი და სკამი;
მათ შორის: 
  • მეორე საფეხურისთვის  - 26 984 ცალი სასკოლო მერხი და სკამი;
  • მესამე საფეხურისთვის - 31 623 ცალი სასკოლო მერხი და სკამი;
  • მეოთხე საფეხურისთვის - 35 393 ცალი სასკოლო მერხი და სკამი.
 
გამოყენებული  მასალების  მახასიათებლები  მერხისა  და  სკამის  შემადგენელი  ნაწილები  უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ მოთხოვნებს:
 
  • მერხისა და სკამის კარკასი -  მეტალის, არარეგულირებადი. იგი არ უნდა იყოს ე.წ. ფხვნილოვანი მეტალისაგან დამზადებული.
  • მერხის ზედაპირი: უნდა იყოს (მერხის, სკამის საჯდომისა და საზურგის) – ვერზალიტის (Werzalit) ტექნოლოგიით დამზადებული, რაზედაც წარმოდგენილი უნდა იქნეს ხარისხის შესაბამისობის სერტიფიკატი.
  • მერხის და სკამის კონსტრუქცია უნდა იყოს მეტალის მილისებური   ან მართკუთხა/კვადრატულიპროფილის  (მეტალის  კედლის  სისქე  არანაკლებ  1,5  მმ),  რითაც  უზრუნველყოფილი  იქნება  მერხის სათანადო სიმტკიცე და მდგრადობა.
  • მერხი და სკამი უნდა იყოს ცალ-ცალკე.
  • უსაფრთხოების მიზნით, მერხს და სკამს, ასევე მის თანმხლებ დეტალებს არ უნდა ჰქონდეს მახვილი კუთხეები და ბოლოები, ამასთან ზედაპირი უნდა იყოს გლუვი და არ უნდა ჩანდეს სამაგრი დეტალები, სკამის საზურგე (ლითონის კონსტრუქცია) მთლიანად უნდა იყოს დაფარული ვერზალიტის მასალით (იგულისხმება სკამის საზურგის ზედა ნაწილი, რომელსაც ნორმალურ ფიზიოლოგიურ მდგომარეობაში ეყრდნობა მოსწავლე).
  • მერხს უნდა ჰქონდეს მოსწავლის ჩანთის შესანახი ადგილი მერხის ზედაპირის ქვეშ, რომელიც ხელს არ უნდა უშლიდეს მერხის ნორმალურ ექსპლუატაციას. ასევე მეტალის კაუჭი ჩანთის ჩამოსაკიდებლად (გვერდით მხარეს).
  • მერხის ზედაპირის დახრილობის კუთხის გრადუსული ზომა არ უნდა აღემატებოდეს 5 ° - ს.
  • მერხისა და სკამის ყველა დეტალი დამზადებული უნდა იყოს ეკოლოგიურად სუფთა მასალისაგან;
   
მეოთხე საფეხურისთვის:
 
  • მერხის ზედაპირის გარე პერიმეტრის სისქე უნდა შეადგენდეს არანაკლებ 20 მმ–ს;
  • მერხის სიმაღლე - 76სმ (±2სმ);
  • სკამის სიმაღლე - 46 სმ (±2სმ);
  • სკამის(დასაჯდომი) ზედაპირის სიგანე - 35 სმ (±1სმ);
  • სკამის (დასაჯდომი )ზედაპირის სიგრძე - 40 სმ (±1სმ);
  • სკამის საზურგის სიგრძე - 15 სმ (±1სმ);
  • სკამის საზურგის სიგანე -არანაკლებ 35 სმ (±1სმ);
  • მაგიდის ზედაპირის სიგანე - 45-50 სმ (±1სმ);
  • მაგიდის ზედაპირის სიგრძე - 60-70 სმ (±1სმ);
  • კარკასი უნდა შეიღებოს ეკოლოგიურად სუფთა საღებავით;
  • ზედაპირის ფერი - ხის ღია ფერი;
მესამე საფეხურისთვის:
  • მერხის ზედაპირის გარე პერიმეტრის სისქე უნდა შეადგენდეს არანაკლებ 20 მმ–ს;
  • მერხის სიმაღლე - 70სმ (±2სმ);
  • სკამის სიმაღლე - 42 სმ (±2სმ);
  • სკამის (დასაჯდომი) ზედაპირის სიგანე - 35 სმ (±1სმ);
  • სკამის (დასაჯდომი) ზედაპირის სიგრძე - 40 სმ (±1სმ);
  • სკამის საზურგის სიგრძე - 15 სმ (±1სმ);
  • სკამის საზურგის სიგანე -არანაკლებ 35 სმ (±1სმ);
  • მაგიდის ზედაპირის სიგანე - 45-50 სმ (±1სმ);
  • მაგიდის ზედაპირის სიგრძე - 60-70 სმ (±1სმ);
  • კარკასი უნდა შეიღებოს ეკოლოგიურად სუფთა საღებავით;
  • ზედაპირის ფერი - ხის ღია ფერი;
 
მეორე საფეხურისთვის:
 
  • მერხის ზედაპირის გარე პერიმეტრის სისქე უნდა შეადგენდეს არანაკლებ 20 მმ–ს.
  • მერხის სიმაღლე - 64 სმ (±2სმ)
  • სკამის სიმაღლე - 38 სმ (±2სმ)
  • სკამის (დასაჯდომი) ზედაპირის სიგანე - 35 სმ (±1სმ)
  • სკამის (დასაჯდომი) ზედაპირის სიგრძე - 40 სმ (±1სმ)
  • სკამის საზურგის სიგრძე - 15 სმ (±1სმ)
  • სკამის საზურგის სიგანე - არანაკლებ 35 სმ (±1სმ)
  • მაგიდის ზედაპირის სიგანე - 45-50 სმ (±1სმ)
  • მაგიდის ზედაპირის სიგრძე - 60-70 სმ (±1სმ)
  • კარკასი უნდა შეიღებოს ეკოლოგიურად სუფთა საღებავით
  • ზედაპირის ფერი - ხის ღია ფერი
 
სხვა აუცილებელი ტექნიკური მოთხოვნები:
  • მერხისა და სკამის სიმკვრივე უნდა აკმაყოფილებდეს 700-800 კგ/მ3;
  • მერხისა და სკამის სიმტკიცე უნდა აკმაყოფილებდეს 30-50 ნ/მმ2;
  • წყლის ზემოქმედების სხვადასხვა პირობებში მერხისა და სკამის ზედაპირის ამობურცვის სისქე პროცენტულად უნდა აკმაყოფილებდეს:
 
ა)  20°C  ტემპერატურის  მქონე  წყალში  2  საათით  მოთავსების  შემდეგ,  ზედაპირის  ამობურცვის მახასიათებელი არ უნდა იყოს 1%-ზე მეტი;
ბ)  70°C  ტემპერატურის  მქონე  წყალში,  5  საათით  მოთავსების  შემდეგ  ზედაპირის  ამობურცვის მახასიათებელი არ უნდა იყოს 9,0%-ზე მეტი;
გ)  100°C  ტემპერატურის  მქონე  წყალში,  2  საათით  მოთავსების  შემდეგ  ზედაპირის  ამობურცვის მახასიათებელი არ უნდა იყოს 12,0%-ზე მეტი;
 
მიწოდების პირობები და ვადები:
 
ა) მიმწოდებელმა ინსპექტირების მიზნისთვის ხელშეკრულების გაფორმებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში უნდა უზრუნველყოს II, III დონის და IV დონის ერთი კომპლექტი მერხისა  და სკამის მიწოდება შემსყიდველისათვის (ჯამში 3 კომპლექტი).
ბ) მიმწოდებელმა სატენდერო დოკუმენტაციით დადგენილი ვადის ფარგლებში, თავად უნდა განსაზღვროს შესყიდვის ობიექტის ეტაპობრივი მიწოდების  გეგმა-გრაფიკი.
გ) მომწოდებელმა საკუთარი ხარჯებით, ხელშეკრულების გაფორმებიდან 180 კალენდარული დღის განმავლობაში  უნდა უზრუნველყოს დანართით გათვალისწინებულ სკოლებში აწყობილი/დაკომპლექტებული სასკოლო მერხებისა და სკამების დარიგება.
 
მოწოდების ადგილი - საჯარო სკოლებში ცხრილში მითითებული მისამართების შესაბამისად. საწყობში მოსაწოდებელი რაოდენობა მოწოდებულ უნდა იქნეს მისამართზე - ქ. თბილისი, იუმაშევის ქ. N4. (დანართი 2 -ის შესაბამისად).
 
გთხოვთ, დაგვიდასტუროთ შეტყობინების მიღება და გვაცნობოთ  თქვენი პასუხი როგორც დადებითი და ასევე უარყოფითი პასუხის შემთხვევაში.
ფასთა კვლევის ვადის ამოწურვამდე კომპანიების მხრიდან შეტყობინების/შემოთავაზების წარმოუდგენლობა სააგენტოს მიერ აღქმული იქნება როგორც უარი ბაზრის კვლევაში მონაწილეობაზე.
გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ შემოთავაზება დანართი 1-ის სახით,  კომპანიის მონაცემებით, ხელმოწერით და ბეჭდით (ასეთის არსებობის შემთხვევაში), არაუგვიანეს 2019 წლის 28 იანვრის 12:00სთ-მდე.
 
ზემოაღნიშნული ინფორმაცია გამოგვიგზავნეთ ქვემოთ მითითებულ ელ-ფოსტაზე, ასევე დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:
თათა კვანტალიანი
ბაზრის კვლევის მთავარი სპეციალისტი  (+995) 598319595
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
სსიპ - საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო
a: თბილისი 0171, მერაბ ალექსიძის ქუჩა №1, შენობა ნაგებობა №1, სართული №2 (ყოფილი მათემატიკის ინსტიტუტის შენობა)
s: www.esida.ge e: tkvantaliani@esida.ge

მიბმული ფაილები