ბაზრის კვლევა   საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი - ტენდერზე მოწვევის წერილი
28.01.2019
    
 
ქ. ახალციხეში  1-ლი საბავშვო ბაგა-ბაღის, მე-3 საბავშვო ბაგა-ბაღის, მე-5 საბავშვო ბაგა-ბაღის, მე-6  საბავშვო ბაგა-ბაღისა და მე-7 საჯარო სკოლის  შენობებში ენერგო ეფექტურობის კომპონენტის გაძლიერებისათვის დიზაინი და მშენებლობა
 
ტენდერის #: NEFCO/DB-G-1-2018

 
საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი, შემდგომში „დამკვეთი“ გეგმავს ჩრდილოატლანტიკური ქვეყნების გარემოსდაცვითი ფინანსური კორპორაციის (NEFCO) მიერ გამოყოფილი გრანტის ნაწილის მიმართვას საქართველოში საჯარო შენობების ენერგო-ეფექტურობის გაუმჯობესებისა  და განახლებადი და ალტერნატიული ენერგიის გამოყენების მიზნით.
ვებ-გვერდებზე www.mdf.org.ge, www.procurement.gov.ge; www.nefco.org და გაზეთში „საქართველოს რესპუბლიკა“ შესყიდვის ზოგადი შეტყობინების გამოქვეყნების შემდგომ დამკვეთი იწვევს ტენდერზე გრანტის თანხის ნაწილიდან დაფინანსებული შემდეგი კონტრაქტების შესასრულებლად:
ქ. ახალციხის #1 საბავშვო ბაგა-ბაღის შენობის გარსის/შემომზღუდავი კონსტრუქციების თერმული მახასიათებლების გაუმჯობესებისა და გათბობის სისტემის მოდერნიზაციის მიზნით  დეტალური საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება და სამუშაოების განხორციელება;
ქ. ახალციხის #3 საბავშვო ბაგა-ბაღის შენობის გარსის/შემომზღუდავი კონსტრუქციების თერმული მახასიათებლების გაუმჯობესებისა და გათბობის სისტემის მოდერნიზაციის მიზნით  დეტალური საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება და სამუშაოების განხორციელება;
ქ. ახალციხის #5 საბავშვო ბაგა-ბაღის შენობის გარსის/შემომზღუდავი კონსტრუქციების თერმული მახასიათებლების გაუმჯობესებისა და გათბობის სისტემის მოდერნიზაციის მიზნით  დეტალური საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება და სამუშაოების განხორციელება;
ქ. ახალციხის #6 საბავშვო ბაგა-ბაღის შენობის გარსის/შემომზღუდავი კონსტრუქციების თერმული მახასიათებლების გაუმჯობესებისა და გათბობის სისტემის მოდერნიზაციის მიზნით  დეტალური საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება და სამუშაოების განხორციელება;
ქ. ახალციხის მე-7 საჯარო სკოლის შენობის გარსის/შემომზღუდავი კონსტრუქციების თერმული მახასიათებლების გაუმჯობესებისა და გათბობის სისტემის მოდერნიზაციის მიზნით  დეტალური საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება და სამუშაოების განხორციელება.
ყველა უფლებამოსილი კომპანია მოწვეულია აღნიშნულ ტენდერში მონაწილეობის მისაღებად. შერჩევის პროცესი მოიცავს საკვალიფიკაციო ეტაპს, რომელიც ითვალისწინებს წარსული გამოცდილების განხილვას და გადამოწმებას კონტრაქტის მინიჭებამდე.
 
ტენდერის მონაწილეები უნდა აკმაყოფილებდნენ და დოკუმენტურად ადასტურებდნენ შემდეგ მინიმალურ კრიტერიუმებს:
ტენდერის მონაწილეს უნდა გააჩნდეს დამაკმაყოფილებელი ფინანსური, ტექნიკური და წარმოების შესაძლებლობა და უნარი კონტრაქტის წარმატებით შესასრულებლად, და მისი საშუალო წლიური ბრუნვა ბოლო სამი წლის განმავლობაში უნდა იყოს სულ მცირე ორჯერ მეტი მის მიერ ტენდერში დაფიქსირებულ ფასზე;
ტენდერის მონაწილეს ბოლო ხუთი წლის განმავლობაში წარმატებით უნდა ჰქონდეს შესრულებული სულ მცირე სამი მსგავსი სახის სამუშაოების და დანადგარების მიწოდების კონტრაქტი;
ტენდერის მონაწილე არ არის გაკოტრებული ან გაკოტრების პირას მყოფი პირი ადგილობრივი კანონმდებლობისა და რეგულაციების შესაბამისად;
იმ შემთხვევაში, თუ ტენდერის მონაწილე არ აწარმოებს აღნიშნული კონტრაქტის ფარგლებში შეთავაზებულ დანადგარს, ტენდერის მონაწილე უფლებამოსილი უნდა იქნას  დანადგარის მწარმოებლის მიერ დამკვეთის ქვეყანაში დანადგარის მიწოდებისთვის;
ტენდერის მონაწილემ უნდა უზრუნველყოს საგარანტიო ვალდებულებები;
სატენდერო შეთავაზებების გაკეთებისას ტენდერის მონაწილეებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ სამუშაოების/მომსახურების მიწოდების დაწყების სავარაუდო თარიღია 2019 წლის 30 მაისი, ხოლო დასრულების -  2020 წლის 30 აგვისტო.
სატენდერო დოკუმენტაცია მოთხოვნის შემთხვევაში დაეგზავნება ელ-ფოსტის საშუალებით ყველა დაინტერესებულ პოტენციურ მონაწილეს ელექტრონული ფორმით (PDF-ფაილი) უსასყიდლოდ. მოთხოვნის შემთხვევაში, დამკვეთის მიერ სატენდერო დოკუმენტაციის მყარი ვერსიის მიწოდება მოხდება ტენდერში მონაწილესა და დამკვეთს შორის შეთანხმებული პირობებით.
ტენდერის გამარჯვებულმა მონაწილემ უნდა უზრუნველყოს შესრულების გარანტიის წარმოდგენა NEFCO-სთვის მისაღები სანდო ბანკიდან.
ტენდერის მონაწილეების შერჩევა მოხდება ღია ტენდერის პროცედურების შესაბამისად, რომელიც აღწერილია სატენდერო დოკუმენტში. ტენდერის მონაწილეებმა სასურველია მისდიონ NEFCO-ს შესყიდვების სახელმძღვანელოს, რომლის ნახვაც შეიძლება NEFCO-ს ვებ-გვერდზე: https://www.nefco.org/work-us/our-services/procurement
პროექტის დაფინანსების წინაპირობაა საქართველოს პარლამენტის მიერ  საგრანტო ხელშეკრულების რატიფიცირების შემგომ მისი ძალაში შესვლა.
ადგილზე ვიზიტი:
ტენდერის ხარისხიანად მომზადებისთვის ტენდერის პოტენციური მონაწილეების წარმომადგენლებმა სასურველია მოინახულონ ობიექტი ადგილზე.
ობიექტის ადგილზე მონახულება მოხდება 2019 წლის 15 თებერვალს, 12:00 საათზე შემდეგ მისამართებზე:
ქ. ახალციხის #1 საბავშვო ბაგა-ბაღი: ვარძიის ჩიხი #4;
ქ. ახალციხის #3 საბავშვო ბაგა-ბაღი: მიქუტიშვილის ქ #10;
ქ. ახალციხის #5 საბავშვო ბაგა-ბაღი: ასპინძის ქ #47;
ქ. ახალციხის #6 საბავშვო ბაგა-ბაღი: ივერიელის ქ #52;
ქ. ახალციხის მე-7 საჯარო სკოლა: შოთა რუსთაველის  ქ.#105/ა.
 
ტენდერის მონაწილეებმა, ვინც გეგმას ობიექტის ადგილზე მონახულებას, უნდა დაადასტურონ მათი მონაწილეობა ელ-ფოსტის საშუალებით atavdgiridze@mdf.org.ge მისამართზე, არაუგვიანეს 2019 წლის 11 თებერვლის 15:00 საათისა.
ადგილზე ვიზიტის ხარჯებს დაფარავს ტენდერის მონაწილე.
წინასატენდერო შეხვედრა:
წინასატენდერო შეხვედრა გაიმართება 2019 წლის 18 თებერვალს 15:00 საათზე, შემდეგ მისამართზე:
საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის ოფისი
დავით აღმაშენებლის გამზ. 150, 0112, თბილისი, საქართველო,
სართული III, საკონფერენციო ოთახი
დასწრება სასურველია, მაგრამ არა სავალდებულო ტენდერის მონაწილეების ან/და მათი წარმომადგენლების მიერ.
სატენდერო შეთავაზებები მოწოდებულ უნდა იყოს არაუგვიანეს 2019 წლის 14 მარტის, 15:00 საათისა ქვემოთ მითითებულ მისამართზე, რა დროსაც წინადადებები გაიხსნება ტენდერის იმ მონაწილეების თანდასწრებით, რომლებმაც არჩიეს დასწრება:
ვის: საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის
აღმასრულებელ დირექტორს, ბ-ნ გიორგი შენგელიას
მისამართი: დავით აღმაშენებლის გამზ. 150, 0112, თბილისი, საქართველო,
საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის ოფისი, სართული III, ოთახი #301      ელ-ფოსტა: procurement@mdf.org.ge  
ტელ.: +99532 2437001 ან /02/03/04