ბაზრის კვლევა   შპს ,,თბილისის სატრანსპორტო კომპანია“ ატარებს ბაზრის კვლევა
31.01.2019
  
 
შპს ,,თბილისის სატრანსპორტო კომპანია“ ატარებს ბაზრის კვლევას ძრავების შეკეთების და კოჭების გადახვევის მომსახურების ელექტრონული ტენდერის საშუალებით შესყიდვის მიზნით. გთხოვთ, განიხილოთ ძრავების შეკეთების და კოჭების გადახვევის მომსახურების პრეისკურანტი და წარმოგვიდგინოთ თქვენს მიერშემოთავაზებული კომერციული წინადადება. დამატებითი ინფორმაცია: 1. სატენდერო წინადადებაში საერთო და ერთეულის ღირებულება გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და შესასყიდი მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ყველა გადასახადისა და გადასახდელის ჩათვლით. 2. სატენდერო წინადადების საერთო და ერთეულისღირებულების წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ ლარში. 3. მიმწოდებელს 2016-2017-2018 წლებში უნდა გააჩნდეს მსგავსი ტიპის მომსახურების განხორციელების გამოცდილება, რომლის დამადასტურებელი დოკუმენტები -ხელშეკრულებ(ებ)ა და ამავე ხელშეკრულებ(ებ)ის მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ი ან სხვა შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, ან/და ცხრილი განცხადების SPA/NAT/CMR/GEO ნომრების მითითებით, უნდა აიტვირთოს ერთიან ელექტრონულ სისტემაში. აღნიშნულიდან გამომდინარე, გთხოვთ, არაუგვიანეს 2019 წლის 1 თებერვლის 15:00 საათისა, გამოაგზავნოთ თქვენი წინადადებები (ძრავების შეკეთების და კოჭების გადახვევის მომსახურების პრეისკურანტის შესაბამისად შევსებული ხარჯთაღრიცხვა) შემდეგ მისამართზე: ქ, თბილისი, ვაგზლის მოედანი N2 ან ელექტრონულ მისამართებზე: igodeladze@metro.ge, gdolidze@metro.ge info@metro.ge საკონტაქტო ტელეფონები: 2 35- 77-77 (1610), (1616), (7000). წინასწარმადლობას გიხდით ბაზრის კვლევაში მონაწილეობისთვის.

მიბმული ფაილები