ბაზრის კვლევა   სსიპ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტო ატარებს ბაზრის კვლევას
31.01.2019
  
 
სსიპ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტო საქართველოს მთავრობის 2016 წლის 29 მარტის N150 დადგენილებით დამტკიცებული ,,რძის მწარმოებელი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის’’ ფარგლებში საწარმოს აღჭურვილობების/დანადგარების  შესყიდვის მიზნით აცხადებს ბაზრის კვლევას.
გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა მოგვაწოდეთ  მიბმულ ფაილში (Excel-ის ფაილები) მოცემული აღჭურვილობების შესახებ ინფორმაცია თანდართული ცხრილის ფორმით  2019 წლის 8 თებერვლის 18:00 საათამდე შემდეგ ელ.ფოსტაზე: tamar.zenaishvili@acda.gov.ge
 
ფასი გამოსახული უნდა იყოს ლარში, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა გადასახადის ჩათვლით.
 
კითხვებისა და სხვა დამატებითი ინფორმაციისათვის მოგვმართეთ ამავე ელ.ფოსტაზე.
 
წინასწარ გიხდით მადლობას ბაზრის კვლევაში მონაწილეობისათვის.
 
შესყიდვის ობიექტის ტექნიკური მახასიათებლები და ინფორმაცია მათი რაოდენობის შესახებ იხილეთ  მიმაგრებულ ფაილებში (Excel ფაილები).

მიბმული ფაილები