ბაზრის კვლევა   ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო აცხადებს ბაზრის კვლევას
15.04.2019
  
 
შესყიდვების სპეციფიკური შეტყობინება

ტექნიკური დავალება # 1, ტექნიკური დავალება # 2, ტექნიკური დავალება # 3 და ტექნიკური დავალება # 4-ის ფარგლებში რეაბილიტირებულ საჯარო სკოლებში გათბობის და ლაბორატორიის სავენტილაციო სისტემების მოდიფიკაცია/გაუმჯობესების სამუშაოების შესყიდვა

 
IFB#PP14-A1/GEP/CW/S/04
 
2013 წლის 26 ივლისს აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციასა (“Millennium Challenge Corporation- MCC”) და საქართველოს მთავრობას შორის ხელი მოეწერა  (the “Georgia Compact II”)  140,000,000,00 აშშ დოლარის მეორე კომპაქტს, რომლის მიზანია, საქართველოში სიღარიბის დაძლევა და ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა ზოგადი, ტექნიკური, პროფესიული და უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების მეშვეობით. კომპაქტი და მასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია შეგიძლიათ მოიძიოთ ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციისა (www.mcc.gov)  და ათასწლეულის გამოწვევის ფონდი-საქართველოს ვებ-გვერდებზე (www.mcageorgia.ge)..
 
ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო გთავაზობთ წარმოადგინოთ თქვენი სატენდერო წინადადებები ტექნიკური დავალება # 1, ტექნიკური დავალება # 2 და ტექნიკური დავალება # 3 და ტექნიკური დავალება # 4-ის ფარგლებში რეაბილიტირებულ საჯარო სკოლებში გათბობის და ლაბორატორიის სავენტილაციო სისტემების მოდიფიკაცია/გაუმჯობესების სამუშაოების შესყიდვასთან დაკავშირებით.
 
ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო ახორციელებს შესყიდვებს  აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მიერ დადგენილი შესყიდვების პროცედურებით, რომელიც შესაძლებელია ნახოთ  შესაბამის ვებ-გვერდზე: https://www.mcc.gov/resources/doc/program-procurement-guidelines.
 
კონტრაქტორი შეირჩევა ფასთა კვოტირების პროცედურების დაცვით.
 
წინასატენდერო შეხვედრა ჩატარდება 2019 წლის 22 აპრილს დილის 11 საათზე საქართველოს დროით (GMT +4) შემდეგ მისამართზე:
ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო
მ. კოსტავას 5, მე-4 სართული, საკონფერენციო დარბაზი
თბილისი, საქართველო 0108
წინასატენდერო შეხვედრაზე დასწრება რეკომენდირებულია.
 
სატენდერო წინადადებები უნდა მოიტანოთ არაუგვიანეს 2019 წლის 1 მაისის სამუშაო დღის ბოლომდე შემდეგ მისამართზე:
ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო
მ. კოსტავას 5, მე-4 სართული, საკონფერენციო დარბაზი
თბილისი, საქართველო 0108
(შენობაში შემოსასვლელად ლიფტს ვერ გამოიყენებთ)
 
დაინტერესებულმა კომპანიებმა რეგისტრაციისათვის  უნდა დააფიქსირონ ინტერესი ქვემოთ მოცემულ მისამართზე მათი ფირმის შესახებ დეტალების (ფირმის სახელი, მისამართი, საკონტაქტო პირი, ელექტრონული მისამართი, ტელეფონი) მითითებით.
 
            ათასწლეულის გამოწვევის ფონდი-საქართველო
            დიმიტრი ქემოკლიძე
            შესყიდვების დირექტორი
            Email:  procurement@mcageorgia.ge 
                         
            ნინო რამიშვილი
            შესყიდვების უფროსი კონსულტანტი
            Email:  nramishvili@mcageorgia.ge