ბაზრის კვლევა   სსიპ“საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო აცხადებს ბაზრის კვლევას
08.05.2019
  
 
სსიპ“საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო“ ატარებს ფასთა კვლევას 2019-2020 სასწავლო წლისთვის 1-6 და 8-12 კლასის სახელმძღვანელოები შესყიდვასთან დაკავშირებით.
თანდართული ფაილების  სახით წარმოგიდგენთ შესავსებ ცხრილებს, სადაც მოცემულია 2019-2020 სასწავლო წლისთვის დასაბეჭდი და დასარიგებელი  1-6 და 8-12  კლასის სახელმძღვანელოები რაოდენობები. ასევე სკოლების მისამართებს, რომლებშიც უნდა დარიგდეს აღნიშნული სახელმძღვანელოები.
 
საქონლის/მომსახურების ტექნიკური პირობები:
* დაბეჭდილი სახელმძღვანელოები და რვეულები დამზადებული უნდა იყოს ეკოლოგიურად სუფთა მასალისაგან.
* გამოცემათა დასამზადებლად საჭიროა გამოყენებული იქნეს ქაღალდი, რომელიც განკუთვნილია მხოლოდ წიგნების დასაბეჭდად (ოფსეტური, ტიპოგრაფიული, საწიგნო-საჟურნალო და სხვ.) სითეთრის მაჩვენებლით – 74-88%;
* დაუშვებელია ქაღალდის გამოყენება, რომლის გამჭირვალობის კოეფიციენტი – 91%-ზე ნაკლებია;
 
მიწოდების პირობები და ვადები:
ყოველ მისაწოდებელ პარტიაზე წარმოდგენილი უნდა იყოს შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე ექსპერტის დასკვნა.
დასკვნის წარმოდგენის ვალდებულება და შესაბამისი ხარჯის გაწევა ეკისრება მომწოდებელს.
თბილისის საჯარო სკოლებისთვის და საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის სახელმძღვანელოების მიწოდება უნდა განხორციელდეს ეტაპობრივად: სახელმძღვანელოების პირველი ნაწილების დარიგება უნდა დასრულდეს არაუგვიანეს  2019  წლის 5 სექტემბრისა, ხოლო მე-2 და მე-3 ნაწილების დარიგება და მოწოდება უნდა დასრულდეს არაუგვიანეს 2019 წლის 30 ნოემბრისა.
საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის მიწოდებული სახელმძღვანელოები უნდა დახარისხდეს სკოლების მიხედვით.
სახელმძღვანელოების შესყიდვა ხორციელდება დამრგვალებით, შესაბამისად ზედმეტი რაოდენობები, რომელიც არ მიდის სკოლებში მოწოდებული უნდა იყოს მისამართზე: ქ.თბილისი, ლილო, იუმაშევის ქუჩა N4.
 
სახელმძღვანელოზე უნდა განთავსდეს ISBN კოდები შესაბამისი შტრიხკოდით.
სახელმძღვანელოს (წიგნი და რვეული) უკანა ყდაზე შავი ფერის ასოებით უნდა იყოს წარწერა - „იბეჭდება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაფინანსებით. ასევე, სახელმძღვანელოს (წიგნი და რვეული) უკანა ყდის შიდა მხარეს გამოყოფილად წითელი ასოებით და შედარებით დიდი შრიფტით უნდა ეწეროს - გაყიდვა აკრძალულია! და აღნიშნული წარწერის ქვევით შედარებით პატარა შრიფტით და შავი ასოებით უნდა ეწეროს  - ამ სახელმძღვანელოს გაყიდვის ფაქტის აღმოჩენის შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ცხელ ხაზზე : (+995 32) 2 200 220“.
 
ანგარიშსწორების პირობები:
 
მიმწოდებლის მოთხოვნის საფუძველზე, საავანსო ანგარიშსწორება შესაძლებელია განხორციელდეს ერთჯერადად  ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 100%-ის ოდენობით, რაზეც წარმოდგენილი უნდა იქნას  საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან ან სსიპ ,,საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის'' მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან გაცემული უპირობო და გამოუთხოვადი საბანკო გარანტია საავანსო თანხაზე, რომლის მოქმედების ვადა 60 (სამოცი) დღით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების მოქმედების ვადას.
 
ფასები მოწოდებული უნდა იქნეს ეროვნულ ვალუტაში, განფასება უნდა მოიცავდეს სახელმძღვანელოების და რვეულების ბეჭდვის ერთეულის ღირებულებას, ჯამური ღირებულებას, ტრანსპორტირებას და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა გადასახადს.
ღირებულებები დამრგვალებული უნდა იყოს მეასედებამდე სიზუსტით.
 
გთხოვთ გაეცნოთ წინამდებარე ინფორმაციას და გამოგვიგზავნოთ  თქვენი შემოთავაზება, არაუგვიანეს მიმდინარე წლის 17 მაისის  12:00 სთ-სა.
 
გთხოვთ დაგვიდასტუროთ შეტყობინების მიღბა და  კვლევაში მონაწილეობაზე უარის შემთხვევაში გვაცნობეთ წერილობითი სახით.
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:


მიბმული ფაილები