ბაზრის კვლევა   სსიპ „საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო“ აცხადებს ბაზრის კვლევას
13.05.2019
  
 
გაცნობებთ, რომ სსიპ „საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო“ ატარებს განმეორებით ფასთა კვლევას, 42 500 ცალი პირველკლასელთა პორტაბელური კომპიუტერების შესყიდვასთან   დაკავშირებით.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს კვლევაში მონაწილე კომპანია:
-         პრეტენდენტს  2016 წლის 1 იანვრიდან ტენდერის გამოცხადების დღემდე განხორციელებული უნდა ჰქონდეს არანაკლებ 3 000 000 ლარის ღირებულების კომპიუტერული ტექნიკის მიწოდება, მათ შორის  ერთი ხელშეკრულების ფარგლებში მიწოდებული უნდა ქონდეს არანაკლებ 500 000 ლარის ღირებულების კომპიუტერული ტექნიკა. ერთი ხელშეკრულების ფარგლებში შესრულებულ მიწოდებაზე  წარმოდგენილი უნდა იქნას დამკვეთის მიერ გაცემული წერილობითი რეკომენდაცია პრეტენდენტის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების ჯეროვნად და ვადაში შესრულების თაობაზე. გარდა ამისა, მოთხოვნილი გამოცდილების დასტურად პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს შესაბამისი ხელშეკრულებ(ები)ა,  მიღება ჩაბარების აქტები და საგადასახდო ანგარიშ-ფაქტურები არსებობის შემთხვევაში (არსებობის შემთხვევაში -ვრცელდება ანგარიშ-ფაქტურაზე) ან ანგარიშსწორების დოკუმენტი (საგადახდო დვალება);
-         შემოთავაზებული შესყიდვის ობიექტი უნდა იყოს მსოფლიო ბრენდის (ე.წ. Brand Name), რომლის წარმოებული პროდუქცია მსოფლიო ბაზარზე არანაკლებ 10 წელი იყიდება; აღნიშნულის თაობაზე პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია;
-         პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს შესყიდვის ობიექტზე მწარმოებლის მიერ გაცემული გარანტია, რომელიც არ უნდა იყოს ერთ წელზე ნაკლები. ამასთან, გარანტიის პირობების შესრულებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება მიმწოდებელ ორგანიზაციას;
-         საგარანტიო მომსახურების გასაწევად შესაბამისი ვადით (არანაკლებ ერთი წელი) მიმწოდებელს საქართველოს ტერიტორიაზე უნდა გააჩნდეს მინიმუმ ოთხი სერვისცენტრი (ორი აღმოსავლეთ და ორი დასავლეთ საქართველოში); ამდენად, პრეტენდენტმა შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში უნდა ატვირთოს ინფორმაცია (დასტური) საქართველოს აღმოსავლეთ და დასავლეთ ტერიტორიაზე საგარანტიო მომსახურების გაწევის შესაბამისი ვადით (არანაკლებ ერთი წელი) მინიმუმ ოთხი (ორი აღმოსავლეთში და ორი დასავლეთში) სერვისცენტრის ფუნქციონირების შესახებ;
-         მოწოდებული პროდუქცია არ უნდა შეიცავდეს მავნე ნივთიერებებს და უნდა იყოს ჯანმრთელობისთვის უვნებელი. აღნიშნულის დამადასტურებლად პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს შესაბამისი სერთიფიკატი;
-         შესყიდვის ობიექტს უნდა გააჩნდეს სტანდარტული (ქარხნული) ვარდნის ტესტი, რაზეც მიმწოდებელმა უნდა წარმოადგინოს მწარმოებლის მიერ გაცემული შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტი;
-         ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიის მოქმედების ვადა 30 (ოცდაათი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების მოქმედების ვადას.
ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრება 2019 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით;
-         პრეტენდენტმა შემსყიდველს უნდა წარმოუდგინოს ცნობა საბანკო დაწესებულებიდან 500 000 ლარის ფინანსურ რესურსზე წვდომის შესახებ;
-         მომწოდებელს ხელშეკრულების მოქმედების ვადის გასვლამდე დაუკავდება ხელშეკრულების ღირებულების 1%;
-         მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს შესყიდვის ობიექტის დახარისხება სკოლების მიხედვით (მათთვის განკუთვნილი რაოდენობების გათვალისწინებით) და ტრასპორტირება რესურცენტრებამდე; ტრანსპორტირება უნდა განხორციელდეს სამეგრელო/ზემო სვანეთის, იმერეთის, კახეთის, სამცხე ჯავახეთის, გურიის, ქვემო ქართლის,  შიდა ქართლის და აჭარის რესურცენტრებამდე.
 რაჭა-ლეჩხუმი, ქვემო სვანეთის, მცხეთა-მთიანეთის, . თბილისისა და . მცხეთის რესურცენტრებამდე ტრანსპორტირებას განახორციელებს სააგენტო;
-         მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს დისტრიბუციის შემდგომ დარჩენილი ნაშთის უსასყიდლო შენახვა 2019 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით;
-         მიმწოდებელმა ბაზრის კვლევის დასრულებამდე უნდა წარმოადგინოს შემოთავაზებული  პროდუქტის ერთი ეგზემპლარი (ნიმუში). კორპუსზე უნდა იყოს ქარხნულად დატანებული წარწერა (გრავირებული / ლაზერით) – საქართველოს განათლების, მეცნიერების,კულტურისა და სპორტის სამინისტრო 
www.mes.gov.ge
მიწოდების ვადა:
კომპანიამ მითითებულ საგანმანათლებლო რესურსცენტრებში და სააგენტოსთვის დაზუსტებული რაოდენობის მიწოდება უნდა განახორციელოს არაუგვიანეს 2019 წლის 10 სექტემბრისა, ხოლო 3000 ცალის - არაუგვიანეს 2019 წლის 7 ოქტომბრისა.
შენიშვნა: ვინაიდან, პირველკლასელთა რეგისტრაცია დასრულებული არ არის, სააგენტოს 2018 წლის რეგისტრაციის მონაცემებზე დაყრდნობით, მიზანშეწონილად მიაჩნია გამარჯვებულ კომპანიას გადაეცეს დაახლოებითი რაოდენობები, რომლებიც დაზუსტდება არაუგვიანეს 2019 წლის 26 აგვისტოსი. გთხოვთ იხილოთ მიბმული ფაილი.
 
  • დანართი 1  - შესავსები განფასება, სადაც მოცემულია კომპიუტერების მახასიათებლები და რაოდენობა
 
 გთხოვთ გაეცნოთ წინამდებარე ინფორმაციას და გამოგვიგზავნოთ  თქვენი შემოთავაზება, არაუგვიანეს მიმდინარე წლის 20 მაისის 12:00 სთ-სა. შემოთავაზება წარმოდგენილი უნდა იყოს ეროვნულ ვალუტაში - ლარში, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა გადასახადის ჩათვლით.
ფასის წარმოდგენა არ არის სავალდებულო იმ კომპანიებისგან, რომლებიც ვერ აკმაყოფილებენ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.
გთხოვთ კვლევაში მონაწილეობაზე უარის შემთხვევაში გვაცნობეთ წერილობითი სახით.
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:
 
 
  თათა კვანტალიანი
მთავარი სპეციალისტი  (+995) 598319595
განათლების, მეცნიერების კულტურისა და სპორტის სამინისტრო
სსიპ - საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვიტარების სააგენტო
a: თბილისი 0171, მერაბ ალექსიძის ქუჩა №1, შენობა ნაგებობა №1, სართული №2 (ყოფილი მათემატიკის ინსტიტუტის შენობა)
s: www.esida.ge e: tkvantaliani@esida.ge

 

მიბმული ფაილები