ბაზრის კვლევა   სსიპ „საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო“ აცხადებს ბაზრის კვლევას
12.06.2019
  
 
სსიპ „საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო“ ატარებს ფასთა კვლევას, პროფესიული სასწავლებლის  საპროექტო სამუშაოების შესყიდვის თაობაზე.    
 
პროფესიული სასწავლებლის მშენებლობა დაგეგმილია ქ. ბორჯომის ტერიტორიაზე, ხაშური-ახალციხე-ვალეს გზატკეცილზე მდებარე ნაკვეთზე, საკადასტრო კოდით -64.23.05.052.
 
დანართის სახით იხილეთ შემდეგი დოკუმენტაცია:
დანართი 1 - ბორჯომის ანალოგიები
დანართი 2 - ბორჯომის პროფესიული სასწავლებლის საპროექტო მოცემულობა
დანართი 3 - ბორჯომის პროფის საპროექტო დავალება
დანართი 4 - სტანდარტების ნიმუში
 
წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
  • შესასრულებელი სამუშაოს ღირებულება. განისაზღვროს მოსამზადებელ სრულ საპროექტო დოკუმენტაციაზე ღირებულების ფასი, ექსპერტიზის ღირებულების და დ.ღ.გ.-ს ჩათვლით.
  • საპროექტო სამუშაოს შესრულების ვადა.
 
   დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გაეცნოთ წინამდებარე ინფორმაციას და გამოგვიგზავნოთ  თქვენი შემოთავაზება, არაუგვიანეს მიმდინარე წლის 18 ივნისის 17:00 სთ-სა. შემოთავაზება წარმოდგენილი უნდა იყოს ეროვნულ ვალუტაში - ლარში, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა გადასახადის ჩათვლით.
 
კომპანიას, აუცილებლად უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა ელექტრონულ დოკუმენტებზე შეასრულონ კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და ეს დოკუმენტები დაამოწმონ კვალიფიციური ელექტრონული შტამპით. წინააღმდეგ შემთხვევაში კომპანიასთან ვერ გაფორმდება ხელშეკრულება.
 
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:
 
  დემეტრე სულაძე
 (+995) 599 54 68 50
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო
სსიპ - საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვიტარების სააგენტო
a: თბილისი 0171, მერაბ ალექსიძის ქუჩა №1, შენობა ნაგებობა №1, სართული №2 (ყოფილი მათემატიკის ინსტიტუტის შენობა)
s: www.esida.ge e: dsuladze@esida.ge