ბაზრის კვლევა   შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია" აცხადებს ბაზრის კვლევას
13.06.2019
  
 
გაცნობებთ, რომ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 5 აპრილის N791 განკარგულებით შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიას“ დაევალა მოსახლეობის ბუნებრივი გაზით მომარაგების მიზნით რიგი პროექტების განხორციელება, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე წინამდებარე წერილზე თანდართული დანართი N1-ში მოცემული დასახლებული პუნქტების გაზიფიცირებისთვის საჭირო სამშენებლო სამუშაოების შესყიდვის სავარაუდო ღირებულებისა და სავარაუდო შესრულების ვადის დადგენის მიზნით ვახორციელებთ ბაზრის კვლევას. გთხოვთ, 2019 წლის 18 ივნისის ჩათვლით, მოგვაწოდოთ შესასრულებელი სამუშაოს სავარაუდო ფასი და შესრულების სავარაუდო ვადა (იხელმძღვანელეთ გადმოგზავნილი გეგმაგრაფიკით). გაითვალისწინეთ, რომ სამუშაოების დასრულების შემდეგ მიმწოდებელი ვალდებულია წარმოადგინოს სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ ან სხვა აკრედიტებული პირის მიერ გაცემული საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის დადებითი დასკვნა შესრულებული სამუშაოების შესახებ. განსახორციელებელი სამუშაოების საინჟინრო-ტექნიკური პროექტი შეგიძლიათ იხილოთ დანართ N1-ში მოცემულ ბმულებზე (ლინკებზე). დეტალური ინფორმაცია ასევე შეგიძლიათ იხილოთ კომპანიის ოფიციალურ ვებ გვერდზე: www.ggtc.ge, ან სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ გვერდზე: www.procurement.gov.ge, ან შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიაში“ მოცემულ მისამართზე: კახეთის გზატკეცილი #21, თბილისი 0190, საქართველო. საკონტაქტო პირი: გიორგი მარგებაძე ტელ: +995 32 224 40 40 (611) ფაქსი: +995 32 224 40 48 ელ.ფოსტა: g.margebadze@ggtc.ge შემოთავაზება წარმოდგენილი უნდა იყოს მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე: g.margebadze@ggtc.ge. წინასწარ გიხდით მადლობას ბაზრის კვლევაში მონაწილეობისათვის.


მიბმული ფაილები