ბაზრის კვლევა   ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო შესყიდვის შესახებ შეტყობინება
24.06.2019
  
 
სტუდენტური სესხების მომსახურების მართვის შესყიდვა
 
RFP # PP14-A3/MCA-G/CS/LCS/10
 
ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო ახორციელებს პროექტებს (i) ზოგადი, (ii) პროფესიული და (iii) უმაღლესი განათლების სექტორებში, აშშ-ის მთავრობის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (MCC) მიერ მეორე გრანტის (კომპაქტის) (2014-2019) ფარგლებში საქართველოსთვის გამოყოფილი 140 მილიონი აშშ დოლარის კომპაქტის მეშვეობით. საქართველოსთან ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის თანამშრომლობა აშშ-ის მთავრობის მიერ საქართველოში ეკონომიკური ზრდის, სიღარიბის დაძლევისა და მომავალი თაობების განათლება-განვითარების ხელშეწყობის ნათელი დადასტურებაა.
 
კომპაქტის ფარგლებში, 34 მილიონი აშშ დოლარის დაფინანსებით შექმნილი სან დიეგოს შტატის უნივერსიტეტის საქართველოს (SDSU-Georgia) საბაკალავრო პროგრამები ხორციელდება საქართველოს სამ  უნივერსიტეტთან თანამშრომლობით: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი. აღნიშნული პროგრამები სტუდენტებს ამზადებს საბუნებისმეტყველო და ტექნოლოგიურ დარგებში წარმატებული პროფესიული კარიერისათვის. სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოში აბიტურიენტებს ექვს საბაკალავრო პროგრამას სთავაზობს: სამშენებლო ინჟინერია, სამოქალაქო ინჟინერია, ელექტრული ინჟინერია, კომპიუტერული ინჟინერია, კომპიუტერული მეცნიერებები, ქიმია/ბიოქიმია.
 
ათასწლეულის გამოწვევის ფონდი -- საქართველო, სოციალური ინკლუზიის მანდატის ფარგლებში ხარისხიანი განათლების თანაბარი ხელმისაწვდომობის მიზნით იწყებს სტუდენტური სესხების პროგრამას. პროგრამა კომპაქტის მოქმედების და შემდგომ პერიოდში ხელს შეუწყობს საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე საბუნებისმეტყველო და ტექნოლოგიური დარგების (STEM) პროგრამებზე წვდომას საქართველოში მცხოვრები ყველა იმ სტუდენტისათვის, რომლებიც აკმაყოფილებენ შესაბამის მოთხოვნებს, მათი ოჯახების შემოსავლის მიუხედავად. სტუდენტური სესხების პროგრამა სტუდენტებს შესთავაზებს საქართველოში სესხის ამჟამად არსებულ პირობებთან შედარებით უფრო მისაღებ პირობებს და შესაბამისად -- გააძლიერებს სოციალურ ინკლუზიას.
 
ათასწლეულის გამოწვევის ფონდი -- საქართველოს მიერ სტუდენტური სესხების პროგრამის დაფინანსება
 
პირველი ფაზის (პირველი ტრანშის) ფარგლებში შესაძლებელია 1 მილიონ აშშ დოლარამდე თანხის გაცემა. თანხის გადარიცხვა (გადარიცხვები) დამოკიდებული იქნება გარკვეული მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე და განხორციელდება ნაწილ-ნაწილ, ათასწლეულის გამოწვევის ფონდი -- საქართველოს ხელმისაწვდომი ფინანსური სახსრების და სტუდენტური სესხების საპილოტე მოცულობის საფუძველზე.
ამ ფაზის საწყისი ეტაპის წარმატებით განხორციელების შემთხვევაში, შესაძლებელია სტუდენტური სესხების პროგრამის გადახედვა და მისი მოცვის გაფართოება.
 
ფინანსური სახსრებით (როგორც თავდაპირველი ტრანში, ისე, შესაძლო მეორე ტრანში) გათვალისწინებულია შემდეგი მიმართულებების უზრუნველყოფა: (i) სასესხო კაპიტალი, (ii) „first loss“ საკრედიტო გარანტია, (iii) ტექნიკური დახმარება ადმინისტრატორისა და პოტენციური კრედიტორ(ებ)ისათვის (subordinate lender(s)), (iv) ტექნიკური დახმარება სტუდენტებისათვის, ან/და (v) ინვესტიცია (ინვესტიციები) სასესხო ინფრასტრუქტურაში, ათასწლეულის გამოწვევის ფონდ-საქართველოსთან შეთანხმების საფუძველზე.
 
პროგრამა განკუთვნილია საქართველოს გადახდისუნარიანი სტუდენტებისათვის, რომლებიც სწავლობენ საერთშორისო აკრედიტაციის მქონე საბუნებისმეტყველო და ტექნოლოგიურ (STEM) ან/და პროფესიული განათლების პროგრამებზე საქართველოში, მათ შორის საქართველოსთან მეორე კომპაქტის ფარგლებში მხარდაჭერის მიმღები სტუდენტებისათვის. განხილული იქნება ასევე 2019 წლის 1 ივლისის შემდგომ პერიოდში სასესხო პროგრამაში სხვა სათანადო პროგრამების ჩართვასთან დაკავშირებული წინადადებები, თუკი ეს ხელს შეუწყობს სასესხო პროგრამის მდგრადობას.
 
ათასწლეულის გამოწვევის ფონდ-საქართველოს სტუდენტური სესხების პროგრამისათვის განსაზღვრული ექნება შემდეგი მოთხოვნები:
1.         ფინანსური დაწესებულებისათვის მისაღებ პირობებში, გრძელვადიან, ლარში დენომინირებულ ფინანსურ სახსრებზე ხელმისაწვდომობა შემდგომში ამ სახსრების სტუდენტებისათვის სესხის სახით გაცემის მიზნით, და
2.         ავტორიტეტული ფინანსური დაწესებულება სოციალური ზეგავლენის მიმართულებით ინვესტიციისა და ადამიანური შესაძლებლობების განვითარების მანდატით, როგორიცაა ბანკი ან მიკროსაფინანსო დაწესებულება, რომელიც განახორციელებს სტუდენტური სესხების გაცემასა და ადმინისტრირებას.
 
ამ ძირითადი ელემენტების გარდა, შესაძლოა წარმოიქმნას ტექნიკური დახმარების საჭიროება პროგრამის ორგანიზებისა და ადმინისტრირების მიზნით (მაგ., ფინანსურ დაწესებულებასთან (დაწესებულებებთან) მუშაობა აპლიკანტი სტუდენტების რისკების ანალიზისათვის).
 
ათასწლეულის გამოწვევის ფონდ- საქართველოს პროგრამის პარამეტრები და პრიორიტეტები
 
ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს მიერ შერჩეული პარტნიორი ორგანიზაცია განახორციელებს ამ პროგრამის პირველ ფაზას, რის შემდეგაც ამოქმედდება სესხების პროგრამა. შერჩევის კრიტერიუმები მოიცავს ორგანიზაციის კვალიფიკაციებსა და გამოცდილებას, ასევე სტუდენტური სესხების საპროცენტო განაკვეთთან და სესხის პროგრამის მართვის ღირებულებასთან დაკავშირებულ ფინანსურ კრიტერიუმებს.

კონკურსში მონაწილეობის შესახებ დაინტერესების გამოსახატვისათვის ორგანიზაციამ შეტყობინება უნდა გაგზავნოს ელექტრონული ფოსტით, ქვემოთ მოცემულ მისამართზე, კომპანიის სახელწოდების, ქვეყნის, მისამართის, ასევე პასუხისმგებელი პირის საკონტაქტო მონაცემების (სახელი, გვარი, თანამდებობა, მობილური ტელეფონი, ელ-ფოსტა) მითითებით.


ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო
ბ-ნი დიმიტრი ქემოკლიძე, შესყიდვების დირექტორი
ელ-ფოსტა: procurement@mcageorgia.ge
                       nramishvili@mcageorgia.ge
 
 
წინადადებების წარდგენის ბოლო ვადაა არაუგვიანეს 2019 წლის  5 ივლისის, შუადღის 15:00 საათისა საქართველოს დროით (GMT+4), მისამართზე:
 
ათასწლეულის გამოწვევის ფონდი -- საქართველო
მ. კოსტავას ქ. N 5, მე-4 სართული (ლიფტი არ არის), საკონფერენციო ოთახი, თბილისი, 0108, საქართველო