ბაზრის კვლევა   სსიპ „საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო“ აცხადებს ბაზრის კვლევას
25.06.2019
  
 
სსიპ “საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო“ ატარებს ფასთა კვლევას 2019-2020 სასწავლო წლისთვის  სახელმძღვანელოების ბეჭდვა-დისტრიბუციასთან დაკავშირებით.
თანდართული ფაილების  სახით წარმოგიდგენთ ცხრილებს, სადაც მოცემულია 2019-2020 სასწავლო წლისთვის დასაბეჭდი და დასარიგებელი  სახელმძღვანელოები რაოდენობები. ასევე სკოლების მისამართებს, რომლებშიც უნდა დარიგდეს აღნიშნული სახელმძღვანელოები.
საქონლის/მომსახურების ტექნიკური პირობები: 
* დაბეჭდილი სახელმძღვანელოები და რვეულები დამზადებული უნდა იყოს ეკოლოგიურად სუფთა მასალისაგან. 
* გამოცემათა დასამზადებლად საჭიროა გამოყენებული იქნეს ქაღალდი, რომელიც განკუთვნილია მხოლოდ წიგნების დასაბეჭდად (ოფსეტური, ტიპოგრაფიული, საწიგნო-საჟურნალო და სხვ.) სითეთრის მაჩვენებლით – 74-88%;
* დაუშვებელია ქაღალდის გამოყენება, რომლის გამჭირვალობის კოეფიციენტი – 91%-ზე ნაკლებია;
* შიგთავსი (წიგნის, რვეულის) - არანაკლებ 60 გრ. და არაუმეტეს 80 გრ. ნაკლებად ცარცირებული ან არანაკლებ 60 გრ. და არაუმეტეს 80 გრ. ოფსეტისა;
* წიგნის გარეკანი - არანაკლებ 190-200 გრ ცარცირებული/ბრისტოლი;
* რვეულის გარეკანი- არანაკლებ 170 გრ ცარცირებული/ბრისტოლი;
* აკინძვა: სტეპლერი/თერმო.
* მიმწოდებელი ვალდებულია ყველა სახელმძღვანელოზე და რვეულზე დაიტანოს ISBN კოდები შესაბამისი შტრიხკოდით.
სახელმძღვანელოს (წიგნი და რვეული) უკანა ყდაზე შავი ფერის ასოებით უნდა იყოს წარწერა - „იბეჭდება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაფინანსებით“. ასევე, სახელმძღვანელოს (წიგნი და რვეული) უკანა ყდის შიდა მხარეს გამოყოფილად წითელი ასოებით და შედარებით დიდი შრიფტით უნდა ეწეროს - „გაყიდვა აკრძალულია!“ და აღნიშნული წარწერის ქვევით შედარებით პატარა შრიფტით და შავი ასოებით უნდა ეწეროს  - „ამ სახელმძღვანელოს გაყიდვის ფაქტის აღმოჩენის შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ცხელ ხაზზე : (+995 32) 2 200 220“.
 
ანგარიშსწორების პირობები:
მიმწოდებლის მოთხოვნის საფუძველზე, საავანსო ანგარიშსწორება შესაძლებელია განხორციელდეს ერთჯერადად  ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 100%-ის ოდენობით, რაზეც წარმოდგენილი უნდა იქნას  საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან ან სსიპ ,,საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის'' მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან გაცემული უპირობო და გამოუთხოვადი საბანკო გარანტია საავანსო თანხაზე, რომლის მოქმედების ვადა 60 (სამოცი) დღით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების მოქმედების ვადას.
 
ფასები მოწოდებული უნდა იქნეს ეროვნულ ვალუტაში, განფასება უნდა მოიცავდეს სახელმძღვანელოების და რვეულების ბეჭდვის ერთეულის ღირებულებას, ჯამური ღირებულებას, ტრანსპორტირებას და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა გადასახადს.
ღირებულებები დამრგვალებული უნდა იყოს მეასედებამდე სიზუსტით.
ინფორმაცია პრეტენდენტის გამოცდილების შესახებ.
ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს ბოლო ხუთი წლის განმავლობაში (2014 წლის 01 იანვრიდან 2019 წლის 01 ივნისის ჩათვლით) საქართველოს ტერიტორიაზე ან/და სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე (გარდა იმ ქვეყნის ტერიტორიისა, სადაც რეგისტრირებულია პრეტენდენტი), უნდა ჰქონდეს ანალოგიური მომსახურების (წიგნების ბეჭდვისა და მათი დისტრიბუციის ღირებულების გათვალისწინებით) გამოცდილება, დადასტურებული შესაბამისი ხელშეკრულებებითა და მიღება-ჩაბარების აქტებით, რომელთა შორის 2018 წლის 01 იანვრიდან 2019 წლის 01 ივნისამდე გაწეული ანალოგიური მომსახურების (წიგნების ბეჭდვისა და მათი დისტრიბუციის ღირებულების გათვალისწინებით) ღირებულება უნდა შეადგენდეს სავარუდო ფასის არანაკლებ 50%-ს.
ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს, ხოლო ამხანაგობის ან კონსორციუმის შემთხვევაში მათ მონაწილეებს ცალ-ცალკე, ბოლო სამი წლის განმავლობაში ნებისმიერი წლის ნებისმიერი უწყვეტი კალენდარული სამი თვის განმავლობაში უნდა უფიქსირდებოდეს სავარაუდო ფასის არანაკლებ 50%-ის ღირებულების ბეჭდვის მომსახურების მიწოდება. აღნიშნულის დამადასტურებლად წარმოდგენილ უნდა იქნას ინფორმაცია საგადასახადო ანგარიშფაქტურების ან/და სასაქონლო ზედნადებების თარიღის, ღირებულებისა და ნომრის მითითებით, თანდართული ცხრილის შესაბამისად.
 
მოთხოვნა მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შესახებ
ა)         პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს (საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი მფლობელობის ნებისმიერი ფორმით) ოთხ ფერიანი საბეჭდი დანადგარი, ფერდაშლის სისტემა - CTP, უნაკერო შეერთების ასაკინძი ხაზი, როგორც წიგნების, ასევე რვეულებისათვის. აღნიშნულის დამადასტურებლად წარმოდგენილი უნდა იქნას შესაბამისი დოკუმენტაცია;
ბ)         პრეტენდენტს ქ. თბილისის ტერიტორიაზე უნდა გააჩნდეს (საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი მფლობელობის ნებისმიერი ფორმით) სასაწყობე ფართი არანაკლებ 1500 კვ.მ; აღნიშნულის დამადასტურებლად წარმოდგენილი უნდა იქნას შესაბამისი დოკუმენტაცია.
 
მოთხოვნა ფინანსური შესაძლებლობების შესახებ
პრეტენდენტმა უნდა აჩვენოს, რომ სხვა კონტრაქტების ფარგლებში საავანსო გადახდების გარდა გააჩნია ან/და ხელი მიუწვდება ფინანსურ რესურსებზე, მათ შორის დამტკიცებული საკრედიტო ხაზი (რომლის შემთხვევაშიც მითითებული უნდა იყოს დარჩენილი რესურსი და ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ამ რესურსზე პრეტენდენტს ხელი მიუწვდება ბანკთან დამატებითი შეთანხმებებისა და საკრედიტო კომიტეტზე განხილვის გარეშე). ხელმისაწვდომი რესურსი უნდა შეადგენდეს არანაკლებ 500 000 ლარს. აღნიშნულის დასტურად პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ცნობა მომსახურე ბანკიდან. უცხოური ბანკიდან ცნობის წარმოდგენის შემთხვევაში მიმწოდებელმა დამატებით უნდა წარმოადგინოს ზემოაღნიშნული ცნობის საფუძველზე საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული ქართული ბანკის მიერ გაცემული ცნობა.
სხვა დამატებითი მოთხოვნები
დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარმოდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანი ქართულ ენაზე.
უცხოური საწარმოს/უცხოური საწარმოს ფილიალის/წარმომადგენლობის მიერ წარმოდგენილ, უცხო ქვეყანაში შედგენილ დოკუმენტებზე ხელმოწერები დამოწმებული უნდა იყოს ნოტარიუსის ან შესაბამისი საჯაროსამართლებრივი უფლებამოსილების მქონე პირის მიერ, ხოლო ამ უკანასკნელის ხელმოწერა - ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული.
მოთხოვნებთან შესაბამისობის დადასტურების მიზნით, ბაზრის კვლევაში მონაწილე კომპანიებმა ყველა ზემოთმოთხოვნილი დოკუმენტები და ინფორმაციები უნდა წარმოადგინონ ბაზრის კვლევის ეტაპზე ანუ კვლევის დასრულების მითითებულ დრომდე.
ყოველ მისაწოდებელ პარტიაზე წარმოდგენილი უნდა იყოს შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე ექსპერტის დასკვნა.
დასკვნის წარმოდგენის ვალდებულება და შესაბამისი ხარჯის გაწევა ეკისრება მომწოდებელს.
თბილისის საჯარო სკოლებისთვის და საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის სახელმძღვანელოების მიწოდება უნდა განხორციელდეს ეტაპობრივად: სახელმძღვანელოების პირველი ნაწილების დარიგება უნდა დასრულდეს არაუგვიანეს  2019  წლის 14 სექტემბრისა, ხოლო მე-2 და მე-3 ნაწილების დარიგება და მოწოდება უნდა დასრულდეს არაუგვიანეს 2019 წლის 1 დეკემბრისა.
საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის მიწოდებული სახელმძღვანელოები უნდა დახარისხდეს სკოლების მიხედვით.
სახელმძღვანელოების შესყიდვა ხორციელდება დამრგვალებით, შესაბამისად ზედმეტი რაოდენობები, რომელიც არ მიდის სკოლებში მოწოდებული უნდა იყოს მისამართზე: ქ.თბილისი, ლილო, იუმაშევის ქუჩა N4.
 
გთხოვთ, დაგვიდასტუროთ შეტყობინების მიღება, გაეცნოთ წინამდებარე ინფორმაციას და გამოგვიგზავნოთ  შემოთავაზება დანართი N1 სახით, არაუგვიანეს მიმდინარე წლის 26 ივნისის 15:00 სთ-სა.  ფასთა კვლევაში მონაწილეობაზე უარის შემთხვევაში გვაცნობეთ წერილობითი სახით.
ზემოაღნიშნული ინფორმაცია გამოგვიგზავნეთ ქვემოთ მითითებულ მეილზე, ასევე დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:
Email: sbakuradze@esida.ge
Tel: 558 211 811
სოფო ბაკურაძე
ბაზრის კვლევის მთავარი სპეციალისტი.
 

მიბმული ფაილები