ბაზრის კვლევა   სსიპ - სურსათის ეროვნული სააგენტო აცხადებს ბაზრის კვლევას
27.06.2019
  
 
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ - სურსათის ეროვნული სააგენტო, უახლოეს მომავალში გეგმავს, თერმული ნისლით დამუშავებისათვის განკუთვნილი, აშშ-ში წარმოებული აგრეგატის Dyna-fog 1200-ის თავსებადი ნაწილების  შესყიდვას ელექტრონული ტენდერის საშუალებით.
ჩვენთვის საჭირო აგრეგატის ნაწილები შერჩეულია Dyna-fog 1200-ის სახელმძღვანელო ინსტრუქციაში მოყვანილი შესაცვლელი ნაწილების კატალოგის მიხედვით.
აგრეგატის ნაწილების ჩამონათვალი ფასების ცხრილის სახით მოცემულია  წინამდებარე განცხადების დანართში.
გთხოვთ წარმოგვიდგინოთ წინადადებები შესასყიდი საქონლის ფასთან დაკავშირებთ. წინადადებები შემსყიდველს უნდა წარედგინოს  ელექტრონულად, 2019 წლის 02 ივლისის 12 საათამდე, შემდეგ მისამართებზე:
fridon.alavidze@nfa.gov.ge ;  მობ: 599 85 09 29
წინასწარ გიხდით მადლობას ბაზრის კვლევაში მონაწილეობისთვის.


მიბმული ფაილები