ბაზრის კვლევა   შესყიდვების სპეციფიკური შეტყობინება
20.12.2016
  
 
შესყიდვების სპეციფიკური შეტყობინება
 
საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტისთვის ვერტმფრენის სიმულატორის შესყიდვა

CB No: PP09-A1/GEP/G/CB/05
 
2013 წლის 26 ივლისს აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციასა (“Millennium Challenge Corporation- MCC”) და საქართველოს მთავრობას შორის ხელი მოეწერა მეორე კომპაქტს (the “Compact”) დაახლოებით 140,000,000,00 აშშ დოლარის ოდენობით, რომლის მიზანია საქართველოში სიღარიბის დაძლევა და ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა ზოგადი, ტექნიკური, პროფესიული და უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების მეშვეობით. კომპაქტი და მასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია შეგიძლიათ მოიძიოთ ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციისა www.mcc.gov და ათასწლეულის გამოწვევის ფონდი-საქართველოს ვებ-გვერდებზე www.mcageorgia.ge .
ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო გთავაზობთ წარმოადგინოთ თქვენი სატენდერო წინადადებები  საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტისთვის ვერტმფრენის სიმულატორის შესყიდვასთან დაკავშირებით IFB# PP09-A1/GEP/G/CB/05.
ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო ახორციელებს შესყიდვებს  აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მიერ დადგენილი შესყიდვების პროცედურებით რომელიც შესაძლებელია ნახოთ  შესაბამის ვებგვერდზე https://www.mcc.gov/resources. მომწოდებელი შეირჩევა კონკურენტული /ღია ტენდერის პროცედურების დაცვით.
წინასატენდერო შეხვედრა გაიმართება 2017 წლის 18 იანვარს დილის 11:00 საათზე შემდეგ მისამართზე:
ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო
მერაბ კოსტავას ქ. 5, მე–4 სართული (ლიფტის გარეშე), შეხვედრების ოთახი
თბილისი 0108, საქართველო
დასწრება რეკომენდირებულია ყველა დაინტერესებული კომპანიისათვის, მაგრამ არ არის სავალდებულო.
სატენდერო წინადადებები უნდა მოიტანოთ არაუგვიანეს 3:00 საათისა, საქართველოს დროით (GMT+4) 2017 წლის 3 თებერვალს შემდეგ მისამართზე:
ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო
მ. კოსტავას 5, მე-4 სართული (ლიფტის გარეშე), შეხვედრების ოთახი
თბილისი, საქართველო 0108
სატენდერო დოკუმენტაცია გაიხსნება იგივე დროს, 2017 წლის 3 თებერვალს 3:00 საათზე მონაწილე კომპანიების და სხვა მსურველების თანდასწრებით.
ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო
მ. კოსტავას 5, მე-4 სართული (ლიფტის გარეშე), შეხვედრების ოთახი
თბილისი, საქართველო 0108
ამ დროის ამოწურვის შემდეგ მოტანილი სატენდერო დოკუმენტაცია არ მიიღება და გაუხსნელად დაუბრუნდება გამომგზავნ კომპანიას. მონაწილეებმა, დოკუმენტაციის გამოგზავნის შემთხვევაში, უნდა გაითვალისწინონ შესაძლო დაბრკოლებები, რაც კურიერული მომსახურების დროს შესაძლებელია წარმოიშვას.
დაინტერესებულმა კომპანიებმა რეგისტრაციისათვის  უნდა დააფიქსირონ ინტერესი ქვემოთ მოცემულ მისამართზე მათი ფირმის შესახებ დეტალების მითითებით.
ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო
დიმიტრი ქემოკლიძე, შესყიდვების დირექტორი
Cc: რუსუდან გობეჯიშვილი, შესყიდვების ოფიცერი
Email:  rgobejishvili@mcageorgia.ge
Cc: procurement@mcageorgia.ge