ბაზრის კვლევა   შესყიდვების ზოგადი შეტყობინება სსიპ “ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველოს (MCA-Georgia)”
04.01.2017
  
 
შესყიდვების ზოგადი შეტყობინება
სსიპ ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველოს (MCA-Georgia)

2013 წლის 26 ივლისს აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციასა (“Millennium Challenge Corporation- MCC”) და საქართველოს მთავრობას შორის ხელი მოეწერა მეორე კომპაქტს (the “Compact”), რომლის მიზანია საქართველოში სიღარიბის დაძლევა და ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა ზოგადი, ტექნიკური, პროფესიული და უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების მეშვეობით. ამ ხელშეკრულების ფარგლებში, საქართველოს მთავრობა, ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს (“MCA-Georgia”) მეშვეობით, ახორციელებს შესყიდვებს  აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციასიის მიერ დადგენილი შესყიდვების პროცედურებით.
2017 წლის1 იანვრიდან 6 თვის განმავლობაში იგეგმება შემდეგი შესყიდვების გამოცხადება:
საქონლის შესყიდვა
 
  • აღჭურვილობის, ლაბორატორიების და სიმულატორების შესყიდვა პროფესიული განათლების კოლეჯებისათვის საქართველოში;
  • პორტატული კომპიუტერების და საოფისე აღჭურვილობის შესყიდვა; 
 
სამშენებლო/ სარემონტო სამუშაოების შესყიდვა 
 
  • საუნივერსიტეტო ფართის/შენობის მშენებლობა;
  • 2016 წლის ფაზის სკოლების სარეაბილიტაციო სამუშაოების  შესყიდვა;
 
არასაკონსულტაციო მომსახურების შესყიდვა
  • პროგრამული უზრუნველყოფის განვითარება და ადმინისტრირება
საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვა
 
  • სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი- საქართველოს პარტნიორი  სახელმწიფო უნივერსიტეტების ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების, ტექნოლოგიების, საინჟინრო და მათემატიკის მიმართულებების (STEM) საბაკალავრო პროგრამების  საერთაშორისო (ABET) აკრედიტაციის სტანდარტებთან შესაბამისობის დადგენა  და ABET  აკრედიტაციისთვის საჭირო  შესაძლებლობის გაძლიერების სტრატეგიის შემუშავება.
  • საზოგადოებასთან ურთიერთობის საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვა;
  • საზოგადოებასთან ურთიერთობის ინდივიდუალური საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვა.
 
ყველა შესყიდვა ხორციელდება ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (“Millennium Challenge Corporation- MCC”) პროგრამის შესყიდვების სახელმძღვანელოს პრინციპების, წესებისა და პროცედურების შესაბამისად, რომელიც შეგიძლიათ იხილოთ  რომელიც შეგიძლიათ იხილოთ ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (“Millennium Challenge Corporation- MCC”) ვებ-გვერდზე.
 
შესყიდვები ღიაა MCC-ის შესყიდვების გაიდლაინებით ნებადართული ქვეყნების  მონაწილეებისთვის.
 
ტენდერს დაქვემდებარებული შესყიდვების სპეციფიკური შეტყობინებები გამოქვეყნდება ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს (www.mcageorgia.ge)  გაეროს ბიზნესის განვითარების (UNDB: //www.devbusiness.com/) და dgMarket (www.dgmarket.com) ვებ–პორტალებზე.
 
დაინტერესებულმა კომპანიებმა რეგისტრაციისათვის  უნდა დააფიქსირონ ინტერესი ქვემოთ მოცემულ მისამართზე მათი ფირმის შესახებ დეტალების მითითებით.
 
ათასწლეულის გამოწვევის ფონდი საქართველო
დიმიტრი ქემოკლიძე
შესყიდვების დირექტორი