ბაზრის კვლევა   ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - შესყიდვების სპეციფიკური შეტყობინება
10.04.2017
  
 
ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს მიერ მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტის მენეჯმენტისა და რეპორტინგის სისტემა შესყიდვა სსიპ  მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრისთვის
 
RFQ # PP10/GEP/G/S/19
 
  1. 2013 წლის 26 ივლისს აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციასა (“Millennium Challenge Corporation- MCC”) და საქართველოს მთავრობას შორის ხელი მოეწერა მეორე კომპაქტს (the “Compact”), რომლის მიზანია საქართველოში სიღარიბის დაძლევა და ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა ზოგადი, ტექნიკური, პროფესიული და უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების მეშვეობით. ამ ხელშეკრულების ფარგლებში, საქართველოს მთავრობა, ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს (“MCA-Georgia”) მეშვეობით, ახორციელებს შესყიდვებს  აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მიერ დადგენილი შესყიდვების პროცედურებით. MCA-Georgia-ს განზრახული აქვს მიმართოს თანხები სათანადო გადახდების განსახორციელებლად იმ კონტრაქტებთან დაკავშრებით რომელთათვისაც გამოქვეყნდა წინამდება მოთხოვნა შემოთავაზებების წარმოდგენის შესახებ.
 
  1. მოწვეული ხართ წარმოადგინოთ თქვენი შემოთავაზება მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტის მენეჯმენტისა და რეპორტინგის სისტემის შესყიდვაზე სსიპ  მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრისთვის.
 
  1. თქვენი შემოთავაზებები შეგიძლიათ გამოგზავნოთ (i) ხელით ერთი (1) ორიგინალი და ორი (2) ასლი, ან (ii) ელექტრონული ფოსტით PDF ფორმატში მოცემულ მისამართზე:
 
დიმიტრი ქემოკლიძე
შესყიდვების დირექტორი 
ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო
მ. კოსტავას 5, მე-4 სართული (ლიფტის გარეშე), შეხვედრების ოთახი
თბილისი, საქართველო 0108
ან გამოგზავნეთ ელექტრონულად მოცემულ მისამართებზე:
E-mail: procurement@mcageorgia.ge
ktateshvili@mcageorgia.ge
 
  1. მყიდველის მიერ თქვენი შემოთავაზე(ბე)ბის მე-3 პარაგრაფში მითითებულ მისამართზე მიღების საბოლოო ვადაა 2017 წლის 1 მაისი 15:00 საათი საქართველოს დროით.
  2. დაწვრილებითი ინფორმაცია მოთხოვნის საქონელზე და სხვა პირობებზე შეგიძლიათ მიიღოთ ქვემოთ ხელმომწერი საკონტაქტო პირისგან წერილობით ფორმაში.
 
საკონტაქტო პირი:
შესყიდვების კონსულტანტი 
ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო
მ. კოსტავას 5, მე-4 სართული (ლიფტის გარეშე), შეხვედრების ოთახი
თბილისი, საქართველო 0108
ტელ: +995 32 2428528 extension: 117
E-mail: procurement@mcageorgia.ge
ktateshvili@mcageorgia.ge