ბაზრის კვლევა   შესყიდვების სპეციფიკური შეტყობინება
03.05.2017
  
 
  1. კომპიუტერული აღჭურვილობის შესყიდვა საქართველოს
    რკინიგზის კოლეჯისთვის
     
    RFQ # PP09-A1/ISWD/G/S/18
     
  2. 2013 წლის 26 ივლისს აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციასა (“Millennium Challenge Corporation- MCC”) და საქართველოს მთავრობას შორის ხელი მოეწერა მეორე კომპაქტს (the “Compact”), რომლის მიზანია საქართველოში სიღარიბის დაძლევა და ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა ზოგადი, ტექნიკური, პროფესიული და უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების მეშვეობით. ამ ხელშეკრულების ფარგლებში, საქართველოს მთავრობა, ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს (“MCA-Georgia”) მეშვეობით, ახორციელებს შესყიდვებს  აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მიერ დადგენილი შესყიდვების პროცედურებით. MCA-Georgia-ს განზრახული აქვს მიმართოს თანხები სათანადო გადახდების განსახორციელებლად იმ კონტრაქტებთან დაკავშრებით რომელთათვისაც გამოქვეყნდა წინამდება მოთხოვნა შემოთავაზებების წარმოდგენის შესახებ.
  3. მოწვეული ხართ წარმოადგინოთ თქვენი შემოთავაზება მოცემულ საქონელზე და მასთან დაკავშირებულ მომსახურებაზე:
No საქონლის და მომსახურების აღწერა რაოდენობა/დრო
Goods
1.1 ლეპტოპი 35
2.2 პერსონალური დესკტოპ კომპიუტერი LCD მონიტორით 170
3.4 პროექტორი 16
4.5 პროექტორის ეკრანი 16
5.6 პრინტერი A3 MFC (ფერადი) 1
6.7 პრინტერი A4 MFC ( შავ-თეთრი) 15
დაკავშირებული მომსახურება
1 ინსტალაცია მიტანიდან 15 დღის განმავლობაში
2 ტესტირება ინსტალაციის დასრულებიდან 7 დღის განმავლობაში
3 საგარანტიო მომსახურება 2 წელი  მიღება-ჩაბარების გაფორმებიდან
 
 
თქვენი შემოთავაზება უნდა მოიცავდეს ყველა ზემოხსენებული საქონლის და მომსახურების ფასებს. ნაწილობრივი შემოთავაზებები დაუშვებელია და არ განიხილება.
 
3. თქვენი შემოთავაზებები შეგიძლიათ გამოგზავნოთ (i) ხელით ერთი (1) ორიგინალი და ორი (2) ასლი, ან (ii) ელექტრონული ფოსტით PDF ფორმატში მოცემულ მისამართზე:
 
დიმიტრი ქემოკლიძე
შესყიდვების დირექტორი 
ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო
მ. კოსტავას 5, მე-4 სართული (ლიფტის გარეშე), შეხვედრების ოთახი
თბილისი, საქართველო 0108
ან გამოგზავნეთ ელექტრონულად მოცემულ მისამართებზე:
E-mail: procurement@mcageorgia.ge
ktateshvili@mcageorgia.ge
4. მყიდველის მიერ თქვენი შემოთავაზე(ბე)ბის მე-3 პარაგრაფში მითითებულ მისამართზე მიღების საბოლოო ვადაა 2017 წლის 14 ივნისი 15:00 საათი საქართველოს დროით. წინასატენდერო შეხვედრა გაიმართება 2017 წლის 17 მაისს 15:00 საათზე საქართველოს დროით. დასწრება რეკომენდირებულია მაგრამ არ არის სავალდებულო.
5. დაწვრილებითი ინფორმაცია მოთხოვნის საქონელზე და სხვა პირობებზე შეგიძლიათ მიიღოთ ქვემოთ ხელმომწერი საკონტაქტო პირისგან წერილობით ფორმაში.
საკონტაქტო პირი:
შესყიდვების კონსულტანტი 
ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო
მ. კოსტავას 5, მე-4 სართული (ლიფტის გარეშე), შეხვედრების ოთახი
თბილისი, საქართველო 0108
ტელ: +995 32 2428528 extension: 117
E-mail: procurement@mcageorgia.ge
ktateshvili@mcageorgia.ge