ბაზრის კვლევა   აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაცია - შესყიდვების ზოგადი შეტყობინება
06.07.2017
  
 
შესყიდვების ზოგადი შეტყობინება
სსიპ ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველოს (MCA-Georgia)

2013 წლის 26 ივლისს აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციასა (“Millennium Challenge Corporation- MCC”) და საქართველოს მთავრობას შორის ხელი მოეწერა მეორე კომპაქტს (the “Compact”), რომლის მიზანია საქართველოში სიღარიბის დაძლევა და ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა ზოგადი, ტექნიკური, პროფესიული და უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების მეშვეობით. ამ ხელშეკრულების ფარგლებში, საქართველოს მთავრობა, ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს (“MCA-Georgia”) მეშვეობით, ახორციელებს შესყიდვებს  აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციასიის მიერ დადგენილი შესყიდვების პროცედურებით.
2017 წლის1 ივლისიდან 6 თვის განმავლობაში იგეგმება შემდეგი შესყიდვების გამოცხადება:
საქონლის შესყიდვა
 
  • აღჭურვილობის, ლაბორატორიების და სიმულატორების შესყიდვა პროფესიული განათლების კოლეჯებისათვის საქართველოში;
  • პორტატული კომპიუტერების და საოფისე აღჭურვილობის შესყიდვა; 
 
სამშენებლო/ სარემონტო სამუშაოების შესყიდვა 
 
  • საუნივერსიტეტო ფართის/შენობის მშენებლობა;
  • სკოლების სარეაბილიტაციო სამუშაოების  შესყიდვა;
 
არასაკონსულტაციო მომსახურების შესყიდვა
  • მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარებისთვის სასტუმრო მომსახურების შესყიდვა;
  • პროგრამული უზრუნველყოფის განვითარება და ადმინისტრირების მომსახურების შესყიდვა;
  • სკოლების ინფრასტრუქტურის  ტექნიკური მდგომარეობის შესწავლის მომსახურების შესყიდვა;
 
საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვა
  • მონაცემთა ხარისხის შემოწმების საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვა;
  • მონაცემთა შეგროვების  საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვა;
  • ელექტრონული რესურსების და ონლაინ მოდულების შექმნის მომსახურების შესყიდვა მასწავლებელთა  და დირექტორთა პროფესიული განვითარებისათვის;
ყველა შესყიდვა ხორციელდება ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (“Millennium Challenge Corporation- MCC”) პროგრამის შესყიდვების სახელმძღვანელოს პრინციპების, წესებისა და პროცედურების შესაბამისად, რომელიც შეგიძლიათ იხილოთ  რომელიც შეგიძლიათ იხილოთ ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (“Millennium Challenge Corporation- MCC”) ვებ-გვერდზე.
 
შესყიდვები ღიაა MCC-ის შესყიდვების გაიდლაინებით ნებადართული ქვეყნების  მონაწილეებისთვის.
 
ტენდერს დაქვემდებარებული შესყიდვების სპეციფიკური შეტყობინებები გამოქვეყნდება ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს (www.mcageorgia.ge)  გაეროს ბიზნესის განვითარების (UNDB: //www.devbusiness.com/) და dgMarket (www.dgmarket.com) ვებ–პორტალებზე.
 
დაინტერესებულმა კომპანიებმა რეგისტრაციისათვის  უნდა დააფიქსირონ ინტერესი ქვემოთ მოცემულ მისამართზე მათი ფირმის შესახებ დეტალების მითითებით.
 
ათასწლეულის გამოწვევის ფონდი საქართველო
დიმიტრი ქემოკლიძე
შესყიდვების დირექტორი
Email:  procurement@mcageorgia.ge
Cc: rgobejishvili@mcageorgia.ge; nramishvili@mcageorgia.ge ktateshvili@mcageorgia.ge