ბაზრის კვლევა   აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაცია - შესყიდვების სპეციფიკური შეტყობინება
15.09.2017
  
 
სკოლების ინფრასტრუქტურის  ტექნიკური მდგომარეობის შესწავლის მომსახურების შესყიდვა
IFB#PP10-A1/GEP/NCS/CB/09
 
2013 წლის 26 ივლისს აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციასა (“Millennium Challenge Corporation- MCC”) და საქართველოს მთავრობას შორის ხელი მოეწერა 140 მილიონიან აშშ დოლარის ოდენობის  მეორე კომპაქტს (the “Compact”), რომლის მიზანია საქართველოში სიღარიბის დაძლევა და ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა.
 
საქართველოს მთავრობამ შექმნა, საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო (“MCA-Georgia”), რომლის  მეშვეობითაც გეგმავს კომპაქტის განხორციელებას.
 
ათასწლეულის გამოწვევის ფონდი საქართველო აცხადებს ტენდერს სკოლების ინფრასტრუქტურის  ტექნიკური მდგომარეობის შესწავლის არა-საკონსულტაციო მომსახურების შესასყიდად.
 
ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო გიწვევთ სატენდერო წინადადებების წარმოსადგენად. დეტალები მომსახურების შესახებ მოცემულია ტექნიკურ სპეციფიკაციებში.
 
დაინტერესებულმა კომპანიებმა სრული სატენდერო დოკუმენტაციის მისაღებად და რეგისტრაციისათვის  უნდა დააფიქსირონ ინტერესი ელექტრონული ფოსტით, ქვემოთ მოცემულ მისამართზე მათი ფირმის შესახებ დეტალების მითითებით: 
            ათასწლეულის გამოწვევის ფონდი საქართველო
            დიმიტრი ქემოკლიძე
            შესყიდვების დირექტორი,
            ნინო რამიშვილი
            შესყიდვების უფროსი კონსულტანტი,
            ელ. ფოსტა: procurement@mcageorgia.ge
                                nramishvili@mcageorgia.ge 
 
სატენდერო წინადადებების მიღების ბოლო ვადაა 2017 წლის 24 ოქტომბერი, დღის 3:00 საათი, საქართველოს დროით (GMT+4). ამ დროის გასვლის შემდეგ მიღებული სატენდერო დოკუმენტაცია არ მიიღება და გაუხსნელად დაუბრუნდება გამომგზავნ კომპანიას. მონაწილეებმა დოკუმენტაციის გამოგზავნის შემთხვევაში, უნდა გაითვალისწინონ შესაძლო დაბრკოლებები რაც შესაძლებელია კურიერული მომსახურების დროს  წარმოიშვას.
 
წინა სატენდერო შეხვედრა ჩატარდება ათასწლეულის გამოწვევის ფონდი საქართველო-ს ოფისში ა.წ. 10 ოქტომბერს, 11 საათზე შემდეგ მისამართზე:
მ. კოსტავას ქ. 5
მე-4 სართული, შეხვედრების ოთახი
თბილისი 0108