ბაზრის კვლევა   აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაცია - შესყიდვების სპეციფიკური შეტყობინება
22.09.2017
  
 
პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის პროექტის შეფასებისთვის
 საჭირო მონაცემთა შეგროვების  საკონსულტაციო მომსახურება
 
 
RFP # PP11/M&E/CS/QCBS/07
 
2013 წლის 26 ივლისს აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციასა (“Millennium Challenge Corporation- MCC”) და საქართველოს მთავრობას შორის ხელი მოეწერა 140 მილიონიან აშშ დოლარის ოდენობის  მეორე კომპაქტს (the “Compact”), რომლის მიზანია საქართველოში სიღარიბის დაძლევა და ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა.
 
საქართველოს მთავრობამ შექმნა, საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო (“MCA-Georgia”), რომლის  მეშვეობითაც გეგმავს კომპაქტის განხორციელებას.
 
ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო აცხადებს ტენდერს, „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის“ პროექტის შეფასებისთვის საჭირო მონაცემთა შეგროვების საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვაზე.
 
ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო გიწვევთ სატენდერო წინადადებების წარმოსადგენად. დეტალები საკონსულტაციო მომსახურების შესახებ მოცემულია ტექნიკურ დავალებაში. დაინტერესების შემთხვევაში, მოწვევა წინადადებების წარმოსადგენად (“RFP”) ღიაა ყველა უფლებამოსილი საკონსულტაციო კომპანიისათვის და პირისათვის („კონსულტანტები“). 
 
დაინტერესებულმა კონსულტანტებმა სრული სატენდერო დოკუმენტაციის მისაღებად და რეგისტრაციისათვის  უნდა დააფიქსირონ ინტერესი ელექტრონული ფოსტით, ქვემოთ მოცემულ მისამართზე მათი ფირმის შესახებ დეტალების მითითებით: 
 
            ათასწლეულის გამოწვევის ფონდი საქართველო
            რუსუდან გობეჯიშვილი
            შესყიდვების კონსულტანტი
            ელ. ფოსტა: procurement@mcageorgia.ge
                                rgobejishvili@mcageorgia.ge 
 
წინასატენდერო შეხვედრა გაიმართება 2017 წლის 20 ოქტომბერს დილის 11:00 საათზე საქართველოს დროით (GMT+4) შემდეგ მისამართზე:
 
ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო
მერაბ კოსტავას ქუჩა 5,  მე-4-ე სართული, საკონფერენციო ოთახი
თბილისი 0108, საქართველო
 
დასწრება რეკომენდირებულია ყველა დაინტერესებული კომპანიისათვის, მაგრამ არ არის სავალდებულო.
სატენდერო წინადადებების მიღების ბოლო ვადაა 2017 წლის 7 ნოემბერი დღის 3:00 საათი, საქართველოს დროით (GMT+4). ამ დროის გასვლის შემდეგ მიღებული სატენდერო დოკუმენტაცია არ მიიღება და გაუხსნელად დაუბრუნდება გამომგზავნ კომპანიას. მონაწილეებმა დოკუმენტაციის გამოგზავნის შემთხვევაში, უნდა გაითვალისწინონ შესაძლო დაბრკოლებები რაც კურიერული მომსახურების დროს შესაძლებელია წარმოიშვას.