ბაზრის კვლევა   აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაცია- შესყიდვების სპეციფიკური შეტყობინება
26.10.2017
  
 
2016 წლის ფაზის სკოლების სარეაბილიტაციო სამუშაოების  შესყიდვა ამარჯვება, ტიბაანი და ზემო ქედის  #2 საჯარო სკოლებისთვის
 
IFB#PP09/GEP/CW/CB/23
 
2013 წლის 26 ივლისს აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციასა (“Millennium Challenge Corporation- MCC”) და საქართველოს მთავრობას შორის ხელი მოეწერა მეორე კომპაქტს (the “Compact”) დაახლოებით 140,000,000,00 აშშ დოლარის ოდენობით, რომლის მიზანია საქართველოში სიღარიბის დაძლევა და ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა ზოგადი, ტექნიკური, პროფესიული და უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების მეშვეობით. კომპაქტი და მასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია შეგიძლიათ მოიძიოთ ათასწლეულის გამოწვევის კორპირაციისა (www.mcc.gov)  და ათასწლელულის გამოწვევის ფონდი-საქართველოს ვებგ ვერდებზე www.mcageorgia.ge .
 
ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო გთავაზობთ წარმოადგინოთ თქვენი სატენდერო წინადადებები 2016 წლის ფაზის სკოლების სარეაბილიტაციო სამუშაოების  შესყიდვასთან დაკავშირებით:
 
  1. IFB#PP09/GEP/CW/CB/23 - გამარჯვება, ტიბაანი და ზემო ქედის  #2 საჯარო სკოლები;
ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო ახორციელებს შესყიდვებს  აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მიერ დადგენილი შესყიდვების პროცედურებით რომელიც შესაძლებელია ნახოთ  შესაბამის ვებგვერდზე https://www.mcc.gov/pages/business/guidelines. კონტრაქტორი შეირჩევა კონკურენტული/ღია ტენდერის პროცედურების დაცვით.
 
წინასატენდერო შეხვედრა გაიმართება 2017 წლის 15 ნოემბერს დილის 11:00 საათზე მოცემულ მისამართზე:
 ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო
მ. კოსტავას 5, მე-4 სართული, საკონფერენციო დარბაზი
თბილისი, საქართველო 0108
 
სატენდერო წინადადებები უნდა მოიტანოთ არაუგვიანეს 3:00 საათისა, საქართველოს დროით (GMT+4) 2017 წლის 14 დეკემბერს შემდეგ მისამართზე:
 
ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო
მ. კოსტავას 5, მე-4 სართული, საკონფერენციო დარბაზი (შენობა ლიფტის გარეშეა)
თბილისი, საქართველო 0108
 
სატენდერო დოკუმენტაცია გაიხსნება იგივე დროს, 2017 წლის 14 დეკემბერს 3:00 საათზე მონაწილე კომპანიების და სხვა მსურველების თანდასწრებით.
 
ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო
მ. კოსტავას 5, მე-4 სართული, საკონფერენციო დარბაზი
თბილისი, საქართველო 0108
 
ამ დროის გასვლის შემდეგ მოტანილი სატენდერო დოკუმენტაცია არ მიიღება და გაუხსნელად დაუბრუნდება გამომგზავნ კომპანიას ტენდერში გამარჯვებული კომპანიასთან ხელშეკრულების დადების შემდეგ. მონაწილეებმა დოკუმენტაციის გამოგზავნის შემთხვევაში, უნდა გაითვალისწინონ შესაძლო დაბრკოლებები რაც კურიერული მომსახურების დროს შესაძლებელია წარმოიშვას.
 
დაინტერესებულმა კომპანიებმა რეგისტრაციისათვის  უნდა დააფიქსირონ ინტერესი ქვემოთ მოცემულ მისამართზე მათი ფირმის შესახებ დეტალების (ფირმის სახელი, მისამართი, საკონტაქტო პირი, ელექტრონული მისამართი, ტელეფონი) მითითებით.
 
            ათასწლეულის გამოწვევის ფონდი საქართველო
            დიმიტრი ქემოკლიძე
            შესყიდვების დირექტორი
            Email:  procurement@mcageorgia.ge 
             Cc: ktateshvili@mcageorgia.ge