ბაზრის კვლევა   აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაცია - შესყიდვების სპეციფიკური შეტყობინება
17.01.2018
  
 
შესყიდვების სპეციფიკური შეტყობინება
 
საუნივერსიტეტო ფართის
(შენობის შიდა სამშენებლო) სარემონტო სამუშაოების  შესყიდვა
IFB# PP12/HED/CW/CB/24
 
2013 წლის 26 ივლისს აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციასა (“Millennium Challenge Corporation- MCC”) და საქართველოს მთავრობას შორის ხელი მოეწერა მეორე კომპაქტს (the “Compact”) დაახლოებით 140,000,000,00 აშშ დოლარის ოდენობით, რომლის მიზანია საქართველოში სიღარიბის დაძლევა და ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა ზოგადი, ტექნიკური, პროფესიული და უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების მეშვეობით. კომპაქტი და მასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია შეგიძლიათ მოიძიოთ ათასწლეულის გამოწვევის კორპირაციისა (www.mcc.gov)  და ათასწლელულის გამოწვევის ფონდი-საქართველოს ვებგ ვერდებზე www.mcageorgia.ge .
 
ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო გთავაზობთ წარმოადგინოთ თქვენი სატენდერო წინადადებები საუნივერსიტეტო ფართის (შენობის შიდა სამშენებლო) სარემონტო სამუშაოების   შესყიდვასთან დაკავშირებით:
 
ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო ახორციელებს შესყიდვებს  აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მიერ დადგენილი შესყიდვების პროცედურებით რომელიც შესაძლებელია ნახოთ  შესაბამის ვებგვერდზე https://www.mcc.gov  კონტრაქტორი შეირჩევა კონკურენტული/ღია ტენდერის პროცედურების დაცვით.
 
უნივერსიტეტის შენობის  დათვალიერება გაიმართება 2018 წლის 6 თებერვალს.
შეკრების ადგილი და დროა:
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის F კორპუსის შესასვლელთან
მისამართი: 3/5, ქაქუცა ჩოლოყაშვილის გამზირი, თბილისი, საქართველო
2018 წლის 6 თებერვალი, დილის 11:00 საათი
 
წინასატენდერო შეხვედრა გაიმართება ორჯერ:
პირველი წინასატენდერო შეხვედრა გაიმართება 2018 წლის 30 იანვარს დილის 11:00 საათზე საქართველოს დროით (GMT+4)
მეორე წინასატენდერო შეხვედრა გაიმართება 2018 წლის 13 თებერვალს დილის 11:00 საათზე საქართველოს დროით (GMT+4)
 
წინასატენდერო შეხვედრები გაიმართება შემდეგ მისამართზე:
 
ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო
მერაბ კოსტავას ქუჩა 5,  მე-4-ე სართული, საკონფერენციო ოთახი
თბილისი 0108, საქართველო
 
დასწრება რეკომენდირებულია ყველა დაინტერესებული კომპანიისათვის, მაგრამ არ არის სავალდებულო.
სატენდერო წინადადებები უნდა მოიტანოთ არაუგვიანეს 3:00 საათისა, საქართველოს დროით (GMT+4) 2018 წლის 23 თებერვალს შემდეგ მისამართზე:
 
ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო
მ. კოსტავას 5, მე-4 სართული, საკონფერენციო დარბაზი (შენობა ლიფტის გარეშეა)
თბილისი, საქართველო 0108
 
სატენდერო დოკუმენტაცია გაიხსნება იგივე დროს, 2018 წლის 23 თებერვალს, 3:00 საათზე მონაწილე კომპანიების და სხვა მსურველების თანდასწრებით.
 
ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო
მ. კოსტავას 5, მე-4 სართული, საკონფერენციო დარბაზი
თბილისი, საქართველო 0108
 
ამ დროის გასვლის შემდეგ მოტანილი სატენდერო დოკუმენტაცია არ მიიღება და გაუხსნელად დაუბრუნდება გამომგზავნ კომპანიას ტენდერში გამარჯვებული კომპანიასთან ხელშეკრულების დადების შემდეგ. მონაწილეებმა დოკუმენტაციის გამოგზავნის შემთხვევაში, უნდა გაითვალისწინონ შესაძლო დაბრკოლებები რაც კურიერული მომსახურების დროს შესაძლებელია წარმოიშვას.
 
დაინტერესებულმა კომპანიებმა რეგისტრაციისათვის  უნდა დააფიქსირონ ინტერესი ქვემოთ მოცემულ მისამართზე მათი ფირმის შესახებ დეტალების (ფირმის სახელი, მისამართი, საკონტაქტო პირი, ელექტრონული მისამართი, ტელეფონი) მითითებით.
 
            ათასწლეულის გამოწვევის ფონდი საქართველო
            დიმიტრი ქემოკლიძე
            შესყიდვების დირექტორი
            Email:  procurement@mcageorgia.ge 
             Cc: nramishvili@mcageorgia.ge