ბაზრის კვლევა   ათასწლეულის გამოწვევის კორპორაცია - შესყიდვების სპეციფიკური შეტყობინება
05.02.2018
  
 
პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის პროექტის შეფასებისთვის
 საჭირო მონაცემთა შეგროვების  საკონსულტაციო მომსახურება
 
 

RFP # PP11-A5/M&E/CS/LCS/06

 
2013 წლის 26 ივლისს აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციასა (“Millennium Challenge Corporation- MCC”) და საქართველოს მთავრობას შორის ხელი მოეწერა 140 მილიონიან აშშ დოლარის ოდენობის  მეორე კომპაქტს (the “Compact”), რომლის მიზანია საქართველოში სიღარიბის დაძლევა და ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა.
 
საქართველოს მთავრობამ შექმნა, საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო (“MCA-Georgia”), რომლის  მეშვეობითაც გეგმავს კომპაქტის განხორციელებას.
 
ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო აცხადებს ტენდერს, „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის“ პროექტის შეფასებისთვის საჭირო მონაცემთა შეგროვების საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვაზე.
 
ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო გიწვევთ სატენდერო წინადადებების წარმოსადგენად. დეტალები საკონსულტაციო მომსახურების შესახებ მოცემულია ტექნიკურ დავალებაში. დაინტერესების შემთხვევაში, მოწვევა წინადადებების წარმოსადგენად (“RFP”) ღიაა ყველა უფლებამოსილი საკონსულტაციო კომპანიისათვის და პირისათვის („კონსულტანტები“). 
 
დაინტერესებულმა კონსულტანტებმა სრული სატენდერო დოკუმენტაციის მისაღებად და რეგისტრაციისათვის  უნდა დააფიქსირონ ინტერესი ელექტრონული ფოსტით, ქვემოთ მოცემულ მისამართზე მათი ფირმის შესახებ დეტალების მითითებით: 
 
            ათასწლეულის გამოწვევის ფონდი საქართველო
            რუსუდან გობეჯიშვილი
            შესყიდვების კონსულტანტი
            ელ. ფოსტა: procurement@mcageorgia.ge
                                rgobejishvili@mcageorgia.ge 
 
სატენდერო წინადადებების მიღების ბოლო ვადაა 2018 წლის 26 თებერვალი დღის 3:00 საათი, საქართველოს დროით (GMT+4). ამ დროის გასვლის შემდეგ მიღებული სატენდერო დოკუმენტაცია არ მიიღება და გაუხსნელად დაუბრუნდება გამომგზავნ კომპანიას. მონაწილეებმა დოკუმენტაციის გამოგზავნის შემთხვევაში, უნდა გაითვალისწინონ შესაძლო დაბრკოლებები რაც კურიერული მომსახურების დროს შესაძლებელია წარმოიშვას.