ბაზრის კვლევა   სსიპ “ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - შესყიდვების ზოგადი შეტყობინება
17.07.2018
  
 
შესყიდვების ზოგადი შეტყობინება
სსიპ ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველოს (MCA-Georgia)
2013 წლის 26 ივლისს აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციასა (“Millennium Challenge Corporation- MCC”) და საქართველოს მთავრობას შორის ხელი მოეწერა მეორე კომპაქტს (the “Compact”), რომლის მიზანია საქართველოში სიღარიბის დაძლევა და ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა ზოგადი, ტექნიკური, პროფესიული და უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების მეშვეობით. ამ ხელშეკრულების ფარგლებში, საქართველოს მთავრობა, ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს (“MCA-Georgia”) მეშვეობით, ახორციელებს შესყიდვებს  აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციასიის მიერ დადგენილი შესყიდვების პროცედურებით.
2018 წლის მეორე ნახევრისა და 2019 წლის პირველ კვარტლის განმავლობაში იგეგმება შემდეგი შესყიდვების გამოცხადება:
საქონლის შესყიდვა
  • კომპიუტერების, სერვერის, პრინტერების და ავეჯის შესყიდვა; 
  • ბანერების და მასთან დაკავშირებული სამონტაჟო მომსახურების შესყიდვა.
არასაკონსულტაციო მომსახურების შესყიდვა
  • ელექტრონული ონლაინ რესურსების შექმნის მომსახურების შესყიდვა მასწავლებელთა  პროფესიული განვითარებისათვის;
საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვა
  • მონაცემთა შეგროვების  საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვა უმაღლესი განათლების პროექტისთვის;
 
ყველა შესყიდვა ხორციელდება ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (“Millennium Challenge Corporation- MCC”) პროგრამის შესყიდვების სახელმძღვანელოს პრინციპების, წესებისა და პროცედურების შესაბამისად, რომელიც შეგიძლიათ იხილოთ  რომელიც შეგიძლიათ იხილოთ ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (“Millennium Challenge Corporation- MCC”) ვებ-გვერდზე.
 
შესყიდვები ღიაა MCC-ის შესყიდვების გაიდლაინებით ნებადართული ქვეყნების  მონაწილეებისთვის.
 
ტენდერს დაქვემდებარებული შესყიდვების სპეციფიკური შეტყობინებები გამოქვეყნდება ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს (www.mcageorgia.ge)  გაეროს ბიზნესის განვითარების (UNDB: //www.devbusiness.com/) და dgMarket (www.dgmarket.com) ვებ–პორტალებზე.
 
დაინტერესებულმა კომპანიებმა რეგისტრაციისათვის  უნდა დააფიქსირონ ინტერესი ქვემოთ მოცემულ მისამართზე მათი ფირმის შესახებ დეტალების მითითებით.
 
ათასწლეულის გამოწვევის ფონდი საქართველო
დიმიტრი ქემოკლიძე
შესყიდვების დირექტორი
Email:  procurement@mcageorgia.ge
Cc: rgobejishvili@mcageorgia.ge; nramishvili@mcageorgia.ge ktateshvili@mcageorgia.ge