ბაზრის კვლევა   ა(ა)იპ ,,მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე“ აცხადებს ბაზრის კვლევას
17.02.2017
  
 
ა(ა)იპ ,,მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე“, მდებარე ქ.თბილისი, რუსთაველის გამზირი № 6,  აცხადებს ბაზრის კვლევას ანსამბლ ,,მზიურის“ განახლების პროექტის მომსახურების შესყიდვაზე.
ანსამბლ ,,მზიურის“ განახლების პროექტი უნდა მოიცავდეს: ანსამბლის განახლების იდეასა  და  კონცეფციას, ინოვაციურ ელემენტებს, ანსამბლ ,,მზიურის’ ტრადიციებისა და გამოცდილების გათვალისწინებით, მოსწავლე-ახალგაზრდების აღზრდას, ქართული მუსიკის პოპულარიზაციას მსოფლიო თანამედროვე ტენდენციებისა და კრეატიული იდეების გამოყენებით, კონცეფციის განხორციელების გზებს და საბოლოო შემაჯამებელ  ღონისძიებას (სასცენარო გეგმა და სავარაუდო მუსიკალური პროგრამა)

დაინტერესებულ  ორგანიზაციებს ვთხოვთ, არაუგვიანეს 2017 წლის  20 თებერვლის 18:00 საათამდე გამოაგზავნონ წინადადებები (ინვოისი) შემდეგ მისამართზე: administration@youthpalace.ge  საკონტაქტო ტელეფონი: 2-93-15-60,  599-899-771 (შესყიდვების მენეჯერი გულიკო ჩხიკვაძე).                                                
დამატებითი  ინფორმაცია:  მომსახურების საერთო და ერთეულის ფასი გამოსახული უნდა იყოს ლარში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა გადასახადისა და მომსახურების ყველა ხარჯის გათვალისწინებით. წინასწარ  გიხდით მადლობას ბაზრის კვლევაში  მონაწილეობის მიღებისთვის.