ბაზრის კვლევა   ა(ა)იპ ,,მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე“ ატარებს ბაზრის კვლევას
24.04.2017
  
 
ა(ა)იპ ,,მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე“, მდებარე ქ.თბილისი, რუსთაველის გამზირი № 6,  აცხადებს ბაზრის კვლევას სასახლის შენობის 9357,26 კვ.მ.  (სავარაუდო) არქიტექტურული და სამშენებლო-აზომვითი  მომსახურების სახელმწიფო შესყიდვაზე (CPV 71251000). შესყიდვის ობიექტია: ა(ა)იპ  ,,მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის“ შენობის შიდა აზომვითი სამუშაოები 3D  ლაზერული სკანერის (მაღალი კლასის) გამოყენებით. ამასთან ერთად მიღებული მასალა წარმოდგენილი უნდა იყოს დამუშავებული სახით.
 
დაინტერესებულ  ორგანიზაციებს ვთხოვთ, არაუგვიანეს 2017 წლის  28 აპრილის 18:00 საათამდე გამოაგზავნონ წინადადებები (ინვოისი) შემდეგ მისამართზე: administration@youthpalace.ge  საკონტაქტო ტელეფონი: 2-93-15-60,  599-899-771 (შესყიდვების მენეჯერი გულიკო ჩხიკვაძე).

დამატებითი  ინფორმაცია:  მომსახურების საერთო და ერთეულის ფასი გამოსახული უნდა იყოს ლარში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა გადასახადისა და მომსახურების ყველა ხარჯის გათვალისწინებით. წინასწარ  გიხდით მადლობას ბაზრის კვლევაში  მონაწილეობის მიღებისთვის.